თურქეთში ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან სანაპირო ზოლებზე ქოლერის გამომწვევი საშიში ბაქტერია Vibrio-ს ინფიცირების რისკი არსებობს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის მიერ გავრცელებულ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ Vibrio-ს ბაქტერიის დნმ მარმარილოს, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე აღმოაჩინეს.
აღნიშნულია, რომ ამ ბაქტერიებიდან ზოგიერთს შეუძლია გამოიწვიოს ქოლერა მძიმე დიარეითა და სითხის დაკარგვით, ქსოვილების ინფექციებითა და ნეკროზული ფასციტით, მათ შორის, სეფსისითაც კი. ექსპერტები განმარტავენ, რომ ასეთი შემთხვევები იშვიათია, თუმცა რისკი ნულის ტოლი არ არის.
ბაქტერიები ორგანიზმში ზღვის წყლის გადაყლაპვით, მოლუსკების მეშვეობით ან ღია ჭრილობაზე ზღვის წყალთან კონტაქტით ხვდებიან.
გარდა ამისა, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ საცურაო აუზებში ინფექციის რისკზე, სადაც როტავირუსული და A ჰეპატიტის ინფექციებით დაინფიცირების საფრთხე მაღალია.
ექიმები დამსვენებლებს ურჩევენ, ზღვის შემდეგ, შხაპი მიღონ, დიდი ხნის განმავლობაში სველ საცურაო კოსტიუმში არ დარჩნენ, უმი ზღვის პროდუქტების მიღებისგან თავის შეიკავონ და სხეულზე ღია ჭრილობები წყალგაუმტარი პლასტირებით შეიხვიონ.
წყარო: რუსთავი2
მსგავსი სტატიები
- 68
ავტორი: ნუგზარ ასათიანი თამარ მელიქაძისა და ხარიტონ ჯინჭარაძის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ვერ გადაურჩა გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების სუსხს. 13 წლის წინ ამ ოჯახის უკანასკნელი წევრი გარდაიცვალა. დარჩა ლამაზი მოგონებები და სევდიანი ისტორია, რომლის გადმოცემას 10 წელზე მეტია ვლამობ... … - 68
გაზეთ „ალიონის“1 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ თემურ მარშანიშვილის სტატია „ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობაა,“ რომელსაც გარკვეული გამოხმაურებები მოჰყვა. ამჯერად ლევილის მამულის გარშემო არსებულ მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება წიგნის „ნაგომრიდან ლევილამდე“ ავტორი ავთანდილ ბერიშვილი და საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელი ტიერ ბერიშვილი: _ ბატონო ავთო, თქვენ იცნობთ ბატონ ტიერს და მის… - 66
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ… - 65
რა ითქვა ჩოხატაურში კომპანია „ორბი ჯგუფის“მიერ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრაზე 28 მარტს,ჩოხატაურისმუნიციპალიტეტში, ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეში,კომპანია„ორბიჯგუფმა“ ბახმაროში დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებასთან საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი პროექტის დეტალური პრეზენტაცია და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, პირდაპირი დიალოგის წარმოება იყო.… - 64
ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…