პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 18 აპრილს, მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელებზე სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.
„სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები. ფერმერებს ეს თანხა ქულების სახით აგრობარათზე დაერიცხებათ და ამით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონელს შეიძენენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ამ დახმარებას საქართველოში დაახლოებით 300 ათასამდე ფერმერი მიიღებს. ამ პროექტის ბიუჯეტი 95 მილიონი ლარია.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განმარტებით, შესაბამის მაღაზიებში, სადაც იყიდება პესტიციდები, აგროქიმიკატები, სასუქები, სათესლე მასალა, ფერმერი აგრობარათის წარდგენის შემდეგ თავისთვის სასურველ საქონელს შეიძენს.
მსგავსი სტატიები
- 58დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 58ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 57ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 51ეს იყო ისტორიული სიტყვა წარმოთქმული სვიმონ ჯანგულაშვილის მიერ, დიდი ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვისას მთაწმინდაზე „ვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს…
- 50კახა ჩავლეშვილი-სოფლის მეურნეობას ანადგურებს დაყოფილი და დაქუცმაცებული მიწები – რომსა და საბერძნეთში სიკვდილით სჯიდნენ მემამულეს, რომელიც ნაკვეთს გაყოფდა „გაუმართავი მიწის სამართალით, სოფელი დავკარგეთ, მაგალითად კლასიკური გაგებით, არც შემოქმედი, არც მაკვანეთი, არც ლიხაური, არც ბოხვაური და სხვა სოფელი აღარ არის. ესენი არიან ქალაქის ტიპის დასახლებები, რადგან მთელი სოფლის არსებული მიწები დაქუცმაცებულია…