„თუკი საკუთარ ეგოზე მაღლა დავდგებით, პირად სიყვარულ-სიძულვილს ცოტა ხანი გვერდზე გადავდებთ უცებ დავინახავთ, რომ პრეზიდენტი სინამდვილეში დღეს გულწრფელად ევროპული ძალების სრულფასოვან მოკავშირედ იქცა“, – ასე აფასებს „სამოქალაქო იდეის“ პლატფორმის დამფუძნებელი, თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგს.
მისივე თქმით, ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში ხელისუფლება შეცდომებში, დანაშაულებრივ ქმედებებსა და უმოქმედობაში ამხილა.
„ყველაფერზე პასუხი გასცა, დაადასტურა და ჩამოაწიკწიკა რაც კი ჩვენ აქამდე ერთად ან ცალ-ცალკე გვითქვამს და რასაც გაავებული ხელის ქნევით სისულელეს და გამოგონილს ეძახის ხელისუფლება. ყველა შეცდომა, დანაშაულებრივი ქმედება და უმოქმედობა, ხელისუფლება „ფარდა ახდილი“ დატოვა.
კიდევ ერთხელ, შესაძლოა, მოგვწონს ან არ მოგვწონს, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტია და დღეს ჩვენი თანამზრახველი იყო. თანამზრახველი კი ის არის მაინცდამაინც ყოველთვის ბოლომდე ყველაფერში რომ არ ეთანხმები და არ გეთანხმება, მაგრამ ერთი გენერალური ხაზი გაქვთ და ერთი მიზნისკენ მიდიხართ, თორემ აბა ისე შენიანი იქნებოდა. მოკლედ მგონია, რომ დღეს უნდა მივიღოთ სწორედ ასეთად.
PS მეც უფრო ბედნიერი ვიქნებოდი ყველა ამ სიტყვისთვის ბოლოში გვირგვინად გვარამიას შეწყალებისთვის რომ მოეწერა ხელი, მაგრამ მაშინ ჩვენიანი იქნებოდა“, – წერს თინა ხიდაშელი.
PIA.GE
მსგავსი სტატიები
- 76"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 76საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 72დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 67ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 6428 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…