ინტერვიუ შპს CCEH Hydro VI- ის დირექტორთან, ბატონ მიხეილ ნიბლაძესთან
_ბატონო მიხეილ, პირველ რიგში, გილოცავთ გარემოსდაცვითი ნებართვის მოპოვებას.
_ დიდი მადლობა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გადავუხადო მადლობა ამ პროცესში ყველა მონაწილე პირს _ ჩვენს თანამშრომლებს, მთისპირის და ჩხაკაურას მოსახლეობას, არასამთავრობო სექტორს, ადგილობრივი და ცენტრალური სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს, მედიას. უპრეცედენტო ერთობა და ჩართულობა ჰქონდა ბახვი 1-ის პროექტს. მოხარული ვარ, რომ დიდი მხარდაჭერა გვაქვს ადგილობრივი მოსახლეობის.
_ რა ვითარებაა ამჟამად კომპანიაში და რა ტიპის სამუშაოებს ახორციელებთ ამჟამად?
_ ამჟამად, როგორც უკვე აღნიშნეთ, პროექტს აქვს გარემოსდაცვითი ნებართვა, რომელზეცჩვენი გუნდიწელიწადზე მეტი ხნის განმავლობაშიადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად თავდაუზოგავად მუშაობდა. ძალიან დიდი შრომა გავწიეთ. მთელი პროცესის მანძილზე აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვმუშაობდითდა ჩართული გვყავდა ყველა დაინტერესებული მხარე. მთელი წლის მანძილზე თვეში ერთხელ ვხვდებოდით მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რა დროსაც ანგარიშს ვაბარებდით მიმდინარე განვითარების შესახებ მათ, ვისმენდით განსხვავებულ მოსაზრებებს და რიგ შემთხვევებში ვითვალისწინებდით რეკომენდაციებს. გავმართეთ არაერთი შეხვედრა ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ მათი რეკომენდაციით შეიცვალა პროექტი, მოვიწვიეთ ევროპელი მკვლევარები და დაიდო გარემოსდაცვითი რეკომენდაციები და სოციალური პროგრამა, რომელიც აბსოლუტურად მორგებულია ადგილობრივ საჭიროებებზე. სოციალურ პროგრამაზე მუშაობისას ათობით შეხვედრა გავმართეთ პროექტის სიახლოვეს მდებარე სოფლების მაცხოვრებლებთან – მთისპირის თემსა და ჩხაკაურაში. სწორედ ამ აქტივობებმა და ორმხრივმა დიალოგმა განაპირობა პროექტის წარმატება. ამჟამად, პროექტი მშენებლობის ნებართვის მიღების ეტაპზე გადავიდა. მუშაობა დავიწყეთნებართვის მიღებაზე ჩვენს ტექნიკურ ჯგუფთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ტექნიკურ მიმართულებაზე ჩვენი გუნდი მსოფლიოში აღიარებულ შვედური კომპანიისAFRY – სავსტრიულ ოფისთან თანამშრომლობს, რაც შესაბამისად ყველაზე მაღალი დასავლური სტანდარტების გარანტიას ნიშნავს ტექნიკური კუთხით. ასევე, ვამუშავებთ სამოქმედო გეგმას, იმ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რაც მივიღეთ საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტებისგან, რათა ჯეროვნად აღსრულდეს ბიომრავალფეროვნების მიმართულებით შემარბილებელი ღონისძიებები, იმისათვის რომ პროექტი როგორც სამშენებლო ასევე ოპერაციულ ეტაპზე იყოს უსაფრთხო როგორც გარემოზე ზემოქმედების, ასევე შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
_ რა კონკრეტული გამოწვევები გაქვთ ამჟამად?
_ რთული პერიოდი გავიარეთ, პროექტის დასაწყისში შესაბამისი ნდობის მოსაპოვებლად ყველა დაინტერესებული მხარისაგან, ახლაც არანაკლებ რთული და საპასუხისმგებლო ეტაპზე ვართ. მოგეხსენებათ, პირობების გაცემა ადვილია, მათი აღსრულება კი რთული. დიახ, ჩვენ ღირსეულად უნდა აღვასრულოთ ყველა გაცემული პირობა, როგორც სახელმწიფოს წინაშე, ასევე არასამთავრობოების და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე, რომელიც გვენდო, დაგვიდგა გვერდზე და გამოგვყვა ამ პროექტში.ჩვენ დეტალურად ვამუშავებთ სამოქმედო გეგმას, , რომ შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-მა საქმიანობა განახორციელოს წარმოდგენილიგარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის, ტექნოლოგიური სქემის, გარემოზემოსალოდნელი ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების, უსაფრთხოების ზომებსადა დაგეგმილი სოციალური პროექტებზე დასავლელი და ქართველი ექსპერტების და პარტნიორების რეკომენდაციების შესაბამისად.
_ როგორ და რა პრინციპით აპირებთ ტყის ჭრაზე შემარბილებელი ღონისძიებების გატარებას, ასევე მნიშვნელოვანია კალმახი და მისი არსებობა მდინარე ბახვისწყალში. ვიცით ასევე, რომ თქვენმა მკვლევარებმა ასევე დააფიქსირესკავკასიურისალამანდრა, რომელიც წითელ ნუსხაშია შესული?
_ ყველას მოგეხსენებათ რომ, ინფრასტრუქტურული და ნებისმიერი სხვა ტიპის პროექტების განხორციელებისას გარდაუვალია გარკვეულ პერიმეტრზე ხეების ჭრა. ჩვენს შემთხვევაში ეს არის 9 ჰექტარი, როგორც ეს გზშ-ს დოკუმენტში არის წარმოდგენილი. . ჩვენ, ვიღებთ ვალდებულებას, რომ აღვადგენთ 20 ჰექტარს, რაც ორჯერ მეტია პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ტყის ფართობისა. . სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ნებისმიერ ქმედებას ჩვენ ვუთანხმებთ ტყის მართვის უფლების მქონე სახელმწიფო ორგანოს.ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ სამუშაოების განხორციელების დროს საფრთხე არ შეექმნება პროექტის განხორციელების არეალში არსებულ ფლორასა და ფაუნას. რაც შეეხება იხტიოფაუნას, მნიშვნელოვანია ჩვენს მიერ დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებები ნაკადულის კალმახისთვის. ცხადია, პროექტის დიზაინში გვაქვს გათვალისწინებული თანამედროვე ტიპის თევზსავალი, ასევე გვაქვს შემუშავებული ეფექტური მონიტორინგის სისტემა იმისთვის, რომ მდინარეში თევზს არ შეიქმნას გადაადგილების პრობლემები. პროექტის ფარგლებშიასევე იგეგმება ტბორების მოწყობა კავკასიური სალამანდრასთვის, რომელიც წითელ ნუსხაშია შესული. ესაა მოკლედ ჩვენი სამუშაოების შესახებ, თუმცა ეს მხოლოდ ნაწილია იმ ვრცელი სიიდან, რისი განხორციელებაც ჩვენი ვალდებულებაა. ვალდებულებაა როგორც საზოგადოების წინაშე, ასევე ჩვენმაღალი რეპუტაციის მქონეინვესტორებთან და პირველ რიგში საკუთარ თავთან. რადგან, თქვენ იცით, ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. საქართველო ჩვენი სამშობლოა და პროექტები რომელსაც ვახორციელებთ, გვინდა და გვაქვს ამბიცია, რომ იყოს სამაგალითო და ეკონომიკური სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ამავე დროს მინიმალური ზემოქმედების მქონე გარემოზე.
დაფინანსებული ფართი
მსგავსი სტატიები
- 84დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 82საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ…
- 81ჯუმათი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელია. მაღალმთიანი, ულამაზესი, უძველესი კულტურის მქონე, აქ ადამიანთა დასახლების ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება... ალბათ, ადრეული ცივილიზაციის გაგრძელებაა, რომ სოფელში სამოქალაქო აქტიურობით გამორჩეული ახალგაზრდობა ცხოვრობს და საქმიანობს კიდეც. ქალბატონი მაკა ჩხარტიშვილი ჯუმათის სათემო ორგანიზაციის „ჯუმას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია. „ჯუმა“ კი არასამთავრობო ორგანიზაციის „გურიის მედიატორთა ასოციაცია“ ქოლგის ქვეშ საქმიანობს.…
- 81ინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერთან, დავით კობერიძესთან _ბატონო დავით, როგორ დაახასიათებთ ჰიდროენერგეტიკას და არის თუ არა ის მწვანე ენერგიის წყარო? _ ჰიდროენერგეტიკა არამც თუ მწვანე და განახლებადი ენერგიის რესურსია, არამედ ქარისა და მზის სადგურებისგან განსხვავებით სტაბილური ენერგიის წყაროა. ქარისა და მზის სადგურების მუშაობა მეტწილად დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე…
- 81ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მერვე დღეს მაყურებელმა ორი წარმოდგენა იხილა. მაყურებელმა გაიცნო ბრაგის თეატრალური კომპანია სპექტაკლით „ცის კარი“ (რეჟისორი- ელენე მაცხონაშვილი) და თავისუფალი თეატრი სპექტაკლით „სამანიშვილის დედი(ს) ნაცვალი“. საგულისხმოა, რომ ორივე სპექტაკლში ასახულია რეჟისორების განსხვავებული ხედვა და ინტერპრეტაციები. „ცის კარი“ ფესტივალის ფარგლებში ბრაგის თეატრალური კომპანიის სპექტაკლის სანახავად ჩოხატაურის კულტურის…