სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა იტალიის ალპებში მთის მყინვარის ნაწილის ჩამოშლის შედეგად. ამის შესახებ Ansa იუწყება.
მყინვარის ჩამოშლის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ათამდე კი დაკარგულად ითვლება. დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ადგილობრივები მყინვარის ნაწილის ჩამოშლას ზაფხულში მაღალ ტემპერატურას უკავშირებენ. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.