ოზურგეთის მერიის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელად ლანა თოდუა დაინიშნა.
ახალი დირექტორი ცენტრის თანამშრომლებს ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ და მერის მოადგილემ სოფო რამიშვილმა წარუდგინეს.
პაატა კუნჭულიამ ლანა თოდუას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მას აქვს საგანმანათლებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება.
ლანა თოდუამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა უცხო ენების მიმართულებით. მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის თანაშემწედ, ამავე უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურში სპეციალისტად და ლექტორად. აქვს ქართველ და უცხოელ სტუდენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
როგორც ლანა თოდუამ აღნიშნა, საბავშვო ბაღებში ბავშვებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო და ხარისხიანი საგანმანათლებლო გარემო შეიქმნება.

მსგავსი სტატიები

  • 72
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 72
    ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია გადადგა.ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის…
  • 70
    ოზურგეთის მომსახურების ცენტრის დირექტორი ირაკლი გაბედავა გახდაოზურგეთის ა(ა)იპ მომსახურების ცენტრის დირექტორი ირაკლი გაბედავა გახდა. მან აღნიშნულ პოსტზე გია ანთაძე ჩაანაცვლა. დღეს ცენტრის ახალი დირექტორი თანამშრომლებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ წარუდგინა. ხალი დირექტორი ცენტრის თანამშრომლებს ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, პირველ მოადგილესთან ბექა ჩხიკვიშვილთან ერთად წარუდგინა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.პაატა კუნჭულიამ ირაკლი გაბედავას ახალ პოზიციაზე წარმატებები…
  • 70
    მაკა ჭყონია კვლავ ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს უხელმძღვანელებსა (ა) იპ „ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ ხელმძღვანელად, მაკა ჭყონია დაინიშნა. მაკა ჭყონიამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, ლანა თოდუა ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა, ოზურგეთის მერის, პაატა კუნჭულიას გადადგომის შემდეგ დატოვა. მაკა ჭყონია წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა აღნიშნულ აიპს და იგი ერთ-ერთ საუკეთესო ხელმძღვანელად ითვლებოდა რეგიონში.  
  • 70
    გია ანთაძემ მაკა ჭყონია მერიის სამსახურის უფროსებს წარუდგინაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორად მაკა ჭყონია დაინიშნა. ​ახალი ხელმძღვანელი მერიის სამსახურის უფროსებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გია ანთაძემ წარუდგინა. „მაკა ჭყონიას სკოლამდელი აღზრდის სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი პროფესიონალიზმი და დარგის სიღრმისეული ცოდნა დაგვეხმარება, რომ მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი წარიმართოს ყველა სტანდარტის შესაბამისად…