დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება იყო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის. ნაცმოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის საკათედრო ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტში „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ხელისუფლებას დასდო ბრალი. თავიანთი ბრალდებების გაჟღერების შემდეგ მათ საკრებულოს სხდომა დატოვეს.

ამის შემდეგ სხდომაზე დამსწრე დეპუტატებს სიტყვით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილმა:

_ დღეს, ძალიან რთულ გარემოში გვიწევს მუშობა. ნაციონალური მოძრაობა დესტრუქციული ქმედებებით ყველანაირად ცდილობს ქვეყანაში იყოს ქაოსი, ომი და არეულობა. ამ პარტიის ოზურგეთის წარმომადგენლები კი საკრებულოს ყველა სხდომაზე ცდილობენ ხელი შეუშალონ კონსტრუქციულ მუშაობას, შეაფერხეონ საკრებულოს საქმიანობა, მუნიციპალიტეტის წინსვლა და განვითარება. თუმცა ეს არ გამოგივათ!

ჩვენ  გუნდის ერთი  მიზანი გვაქვს, საქართველოში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, შევასრულოთ  პირობები და გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ამას ადასტურებს ფაქტები, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ჩვენმა გუნდმა მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაციას და ჩვენი გუნდის ინიციატივით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ საქართველოს ურყევი ნებაა ევროპული მომავალი.

მეორე მხარეს კი  დგას ანტიევროპული, პრორუსული ძალა ნაციონალური მოძრაობა,  რომლის  ქვეყანის მართავის გამოცდილება არის დაფუძნებული ძალადობაზე. მათი ხელისუფლების პირობებში ადამიანის  ფუნდამენტური უფლებები იყო დარღვეული, რაც არის თავისუფლება, სიცოცხლის უფლება.

ყველას კარგად ახსოვს, რომ ნაციონალური მოძრაობამ  2011 წელს მხარი დაუჭირა  ოკუპანტი რუსეთის  სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, მხარი დაუჭირა  რეზოლუციას, თითქოს ქართველმა სამხედროებმა  დაიწყეს ომი ოკუპანტ რუსეთთან.

რუსეთთან ომის შემდეგ  მათ შემოიღეს უვიზო მიმოსვლა ოკუპანტთან. ამ ყველაფერზე  პასუხისმგებლობა  ნაციონალურ მოძრაობას ეკისრება, რომელიც ევროკავშირის დროშას ამოფარებული  აკეთებს რუსეთის საქმეს.

ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის,რომ საქართველოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად  კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ისინი არიან ქვეყნის მტრები, რომელთა მიზანია ქვეყანა ჩაითრიონ ომში.

აგონიაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის სახე არის მეგის ქარდავა ,რომელიც სისხლიან რეჟიმს წარმოადგენდა და დღეს იგი  აპელირებს ძალადობაზე, ეს  მისგან ქართველი ხალხის დაცინვაა!  ქარდავას კისერზეა ძალიან მძიმე სისხლის სამართლის საქმეები, კერძოდ: მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე),  მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე,   მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე.

ნაციონალური მოძრაობა , არის ძალა რომელიც ეკლესიებს ანგრევდა. გაიხსენეთ რა მოხდა გლდანში, ხელვაჩაურში. მათ არ აქვთ მორალური უფლება ისაუბრონ ეკლესიაზე. ისინი წარმოადგენენ ბოროტ ძალას,  რომლებიც პატიმრებს აწამებდნენ, კლავდნენ, აუპატიურებდნენ, მოსახლეობას არბევდნენ, ბიზნესს ართმევდნენ და ადამიანებს ხმის ამოღების უფლებას არ აძლევდნენ, ტოტალური შიშის ქვეშ ამყოფებდნენ მოსახლეობას.  დიახ, ისინი წარმოადგენენ ზონდერების პარტიას და ტყუილად ცდილობენ ეს იარლიყი სხვას მიაბან, ვერ გაექცევიან ამ პასუხისმგებლობას.

დიახ თქვენ ,  პარტია ნაციონალური მოძრაობა ხართ მილევად რეჟიმში. ამიტომაც მსგავსი დესტრუქციული მეთოდებით ცდილობთ ისევ აქტუალურები დარჩეთ. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს აკეთებს, თქვენ მოსახლეობამ არჩევების გზით გითხრათ უარი და შეეუგეთ ამ რეალობას_განაცხადა მარიკა ჩხიკვიშვილმა.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 61
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 57
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 55
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 55
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 53
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…