გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ფერმერ ნიკოლოზ გობრონიძის თხილის ბაღი დაათვალიერეს და მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ.
„ჩვენი ქვეყნისთვის თხილი ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა, მოგეხსენებათ, ეს დარგი უკვე წლებია მავნებელთან ბრძოლის გამოწვევის წინაშე დგას. ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად, სახელმწიფო, ჩვენი ფერმერები, ფერმერთა ასოციაცია, ერთობლივად ვახორცილებთ მასშტაბურ ღონისძიებებს, რისთვისაც უკვე მრავალი წელია მობილიზებული გვაქვს ძალიან დიდი ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსი. გვეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები. ჩვენი მთავრი მიზანია მაღალი ხარისხის მოსავლის მიღება. მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია არის კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
ჩვენ აუცილებლად გავალთ უკეთეს შედეგზე. მეთხილე ფერმერები გაცილებით ორგანიზებულები არიან, გაცილებით უკეთესი ბაღები გვაქვს, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ეს წინსვლა უნდა გაგრძელდეს, რის შედეგად გვექნება კარგი ხარისხის მოსავალი, რაც აისახება ფასზე და ჩვენი ფერმერების შემოსავლებზე.“- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
პროგრამით „დანერგე მომავალი“ თხილის ბაღი ფერმერმა ნიკოლოზ გობრონიძემ 20 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 10,500 ლარია; ფერმერმა 50,000 ლარიანი შეღავათიანი აგროკრედიტითაც ისარგებლა.
სოფელ ნატანებში მინისტრთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია იმყოფებოდნენ.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 17.6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. მათ შორის, კაკლოვნები 8,455 ჰექტარზე; სახელმწიფო თანადაფინანსება 133 მილიონ ლარს აჭარბებს.
რაც შეეხება გურიის რეგიონს, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები 500 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული, მათ შორის თხილი 68 ჰექტარზე. სახელმწიფო თანადაფინანსება 7 მილიონ ლარს აჭარბებს.
ამ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მსგავსი სტატიები
- 54დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 44ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 43ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 42საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ახალი – 2023 წელი მიულოცა. „სამოქალაქო საქართველო“ პრემიერის საახალწლო მილოცვის სრულ ტექსტს გთავაზობთ: „ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთ წელს ვაცილებთ ერთად, რომელიც მარტივი არ ყოფილა და ბევრი ტკივილით, სირთულითა და რისკებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ასევე გვქონდა ბევრი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. ჩვენ ერთად, ზომიერებითა…
- 41სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…