ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის 12 სოფელში მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ 2000 –მდე ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში , საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელი 5,5 კილომეტრი გზის მონაკვეთის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც წლების განმავლობაში დიდ გამოწვევას წარმოადგენდა.

ასევე, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სოფელ ორაგვეში მიმდინარეობს 4,3 კილომეტრი გზის საფარის მოწყობა. აღნიშნული პროექტები საქართველოს მთავრობის და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

დაფინანსებულია

მსგავსი სტატიები

  • 58
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 51
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 46
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 46
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 45
    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში  მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან მზია გიორგობიანთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. მიმდინარეობს სოფელ ჩიბათიდან კოლხეთის ეროვნულ პარკში შესასვლელი გზის და მდინარე ფიჩორის სანაპიროზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოები. ასევე, სოფელ…