საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ზაუტაშვილმა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერებთან 2025 წლის თებერვალში გურიაში განვითარებული სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების ბოლო ეტაპის დასრულების მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა.
2025 წლის თებერვლის თვეში გურიაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალდა 4456 ოჯახი. სახელმწიფოს მხრიდან დახმარება გაეწია 3717 ოჯახს და დარჩენილია 739 ოჯახი, რომელთა მიმართ მიმდინარეობს დახმარების გაწევის პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად.
სამუშაო შეხვედრა დარჩენილი ოჯახების მიმართ დახმარების გაწევის პროცესის დაჩქარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს დაეთმო.
შეხვედრაზე ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერების მიერ დაფიქსირდა ის გარემოებები, რაც დარჩენილი დაზარალებული ოჯახების მიმართ დახმარების გაწევის პროცესს აფერხებს და განხილვის შედეგად დაიგეგმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გასატარებელი ღონისძიებები, რათა სტიქიით დაზარალებულ დარჩენილ ოჯახებს დროულად გაეწიოთ სათანადო დახმარება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერები, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ დიაკონიძე, ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი ანა ნაკაშიძე.
მსგავსი სტატიები
- 63
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ლევან ზაუტაშვილმა და გიორგი ღურჯუმელიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში დასრულებული საგზაო სამუშაოები, ხოლო დაბა გომისმთაზე დასრულებული სკვერი და მინის საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერეს. რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე და გურიის სახელმწიფო რწმუნებული იმყოფებოდნენ… - 62
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებასა და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების განხორციელებაზე. ასევე იმსჯელეს რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, სახელმწიფო და… - 62გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ასევე იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
- 62
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ასევე იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. - 62
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სამუშაო შეხვედრის დროს, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე. ნიკა ტყემალაძის განცხადებით, ქვეყნის ყველა რეგიონში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინაციით, მიმდინარეობს და დაგეგმილია…