საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტ იოსებს (ერისკაცობაში გიორგი კიკვაძე) დაბადებიდან 63 წელი შეუსრულდა.
1985-1990 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1986 წლიდან გიორგი კიკვაძე თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის მრევლია, პარალელურად მსახურობდა სტიქაროსნად მცხეთაში, წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში. 1990 წელს წავიდა საფარის მამათა მონასტერში, სადაც აკურთხეს მორჩილად, იმავე წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩაირიცხა თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1991 წლის 16 მაისს, ამაღლების დღესასწაულზე, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღკვეცა ბერად სვეტიცხოველში და უწოდა სახელად იოსები. 1991 წლის 23 მაისს პატრიარქმა მამა იოსები დავით-გარეჯის მონასტერში აკურთხა დიაკვნად. 1991 წლის 3 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი იოსები სიონის საპატრიარქო ტაძარში აკურთხა მღვდელ-მონაზვნად და განაწესა სვეტიცხოვლისა და წმიდა ნინოს დედათა მონასტრის მწირველ მღვდლად.
1992-1993 წლებში იგი მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარია. 1993 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ.
1995 წლის 7 აპრილს წმიდა სინოდის განჩინებით წმიდა ხარების დღესასწაულზე ეკურთხა შემოქმედელ ეპისკოპოსად.მისი ღვაწლით შემოქმედის ეპარქიაში არაერთი ტაძარი აღდგა. 2000 წლის 28 ნოემბერს მეუფე იოსებს მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2007 წლის 3 ივნისს მიტროპოლიტის პატივი მიებოძა. 2007 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი იოსები დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით.
ვულოცავთ მეუფე იოსებს დაბადების დღეს!
მსგავსი სტატიები
- 58დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 53საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 48საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
- 46ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 43სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…