022 წლის 20ოქტომბერს, კომპანია ბახვი ჰესმაოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა. კომპანია საჯარო განხილვისთვის მზადების ეტაპზე გადავიდა.„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გზშ-ს ეტაპზე საჯარო განხილვა ტარდება საპროექტო ტერიტორიასთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელში. განხილვაში მონაწილეობას კი ადგილობრივი მაცხოვრებლები და პროექტით დაინტერესებული პირები იღებენ. გზშ-ს განხილვის ორგნიზატორი გარემოს ეროვნული სააგენტოა.

„უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ გზშ-ს დოკუმენტზე. ვფიქრობ, სრულყოფილი მასალა წარვადგინეთ. მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ეტაპზე გადავიდა ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. სრულიად მზად ვართ განხილვისთვის. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ საერთოაშორისოდ აღიარებული IFC და  EIB-ის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტებით, რაც გულისხმობს ზრუნვას როგორც გარემოზე, ასევე ამ გარემოში მცხოვრებ ადამიანებზე. საკმაოდ დეტალური კვლევა დავურთეთ გზშ-ს დოკუმენტს ბიომრავალფეროვნების ნაწილში. კვლევა საერთაშორისო კომპანიის SLR-ის ბრიტანული ოფისის ექსპერტმა, ნიკოლა ფოქსმა ჩაატარა, მანვე გააკეთა ბახვი 2 ჰესის არეალის ბიომრავალფეროვნების მართვის გეგმა, კუმულაციური ზემოქმედების შეფასება და მიკრო და მაკროკლიმატის კვლევა მოამზადა საერთაშორისო ექსპერტმა, ფრანგული კომპანიაAlpage-ს დამფუძნებელმა, პიერ ბიდემრნამა. ასევე ქართველი ექსპერტის ჩართულობით მოვამზადეთ კვლევა წავის პოპულაციის შესახებ. მასალა საკმაოდ დიდია და მრავალფეროვანი. ვიმედოვნებთ, რომ საჯარო განხილვა საინტერესოდ წარიმართება“  – განაცხადა კომპანია ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების მმართვის მენეჯერმა, დავით კობერიძემ.

ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა 2022 წლის 20ოქტომბერს და ოფიციალურ გვერდზე გასაჯაროვდა 2022 წლის 27 ოქტომბერს.გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვა გზშ-ს

ჩაბარებიდან არაუადრეს 25-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისაუნდა ჩატარდეს.

განხილვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მთისპირში ჩატარდება, რადგან სწორედ მთისპირის თემია საპროექტო არეალთან ყველაზე ახლოს მყოფი დასახლებული პუნქტი.

გთხოვთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება იხილოთ შემდეგ ბმულზე:https://nea.gov.ge/Ge/GZSH/950

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 69
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 65
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 62
    ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა2022 წლის 16 მარტს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ოზურგეთის ოფისში (მ. კოსტავას 25, ოზურგეთი) პროექტის მენეჯმენტისა და გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვების შეჯამება, რომელიც თებერვალში ჩოხატაურში, სოფელ ჩხაკაურაში, ოზურგეთსა და სოფელ მთისპირში გაიმართა საქართველოს გარემოს…
  • 59
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 58
    მდებარეობა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ უკანავას მიმდებარე ტერიტორია   ბახვი 2 ჰესის პროექტმა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ უკანავასთან (დაცილება 2.8კმ), მდინარე ბახვისწყლის ხეობაში მდებარეობს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა გარემოს ეროვნული სააგენტოსგან მიიღო, 2023 წლის, 29 მაისს. პროექტზე მუშაობა კომპანიამ 2022 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც წინა მფლობელისგან სრულად გამოისყიდა იგი. მიუხედავად იმ…