ბახვი ჰესის მენეჯმენტი ოზურგეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, კერძოდ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ბიუროს ხელმძღვანელს, თამაზ ტრაპაიძეს და გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ირმა გორდელაძეს.

ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაუზიარა ინფორმაცია, ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტში ევროპელი ინვესტორის, ავსტრიული ფონდის „ILAG“-ის  შემოსვლის შესახებ.

მეორე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოისმინეს, ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე გზშ-ს ანგარიში წარდგენას ეხებოდა. კომპანიამ დოკუმენტი განსახილველად გარემოს ეროვნულ სააგენტოს  2022 წლის 20 ოქტომბერს წარუდგინა.  აღსანიშნავია, რომ გზშ-ზე მუშაობის პერიოდში ბახვი ჰესის მენეჯმენტმა არაერთი კველავ დაუკვეთა დარგის ადგილობრივ, თუ უცხოელ პროფესიონალებს. მაგალითისთვის, ფრანგული კომპანიის Alpage-ს დამფუძნებელმა, საერთაშორისო ექსპერტმა პიერ ბიდერმანმა გააკეთა ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის ჯარხთ-სარგებლიანობის კვლევა, ასევე,  კუმულაციური, მიკრო და მაკროკლიმატის კვლევები.  საპროექტო ტერიტორიაზე წავის პოპულაციის კვლევა,  ქართველმა ექსპერტმა, ნიკოლოზ ქერდიყოშვილმა ჩაატარა, საერთაშორისო კომპანია SLR-ის ბრიტანეთის ბიუროს ექსპერტმა, ნიკოლა ფოლკსმა ბიომრავალფეროვნების კვლევასა და ასევე, ბიომრავალფეროვნების მართვის გეგმაზე იმუშავა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ასევე, მოისმინეს 2022 წლის შემოდგომის პერიოდში შესრულებული და მიმდინარე სოციალური პროექტების ანგარიში.

ეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია სექტორში არსებულ გამოწვევებზე და დაისახა არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზები და მექანიზმები.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები ბახვი ჰესის ინიციატივით იმართება და ემსახურება ერთის მხრივ გამჭვირვალობას, დაინტერესებული პირებისთვის  პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის დროულად და ეფექტიანად მიწოდებას,  მეორეს მხრივ კი მათგან საინტერესო მოსაზრებების და რეკომენდაციების მოსმენას. შეხვედრა ოზურგეთში, ბახვი ჰესის ოფისში გაიმართა.

დაფინანსებული ფართი

 

 

მსგავსი სტატიები

  • 66
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 58
    ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა2022 წლის 16 მარტს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ოზურგეთის ოფისში (მ. კოსტავას 25, ოზურგეთი) პროექტის მენეჯმენტისა და გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვების შეჯამება, რომელიც თებერვალში ჩოხატაურში, სოფელ ჩხაკაურაში, ოზურგეთსა და სოფელ მთისპირში გაიმართა საქართველოს გარემოს…
  • 54
    „ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, ჩართულობა, თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში. ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის,  ნატანების  ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,…
  • 54
    ბახვი ჰესის პროექტების მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა  2022 წლის 5 აგვისტოს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი, გასვლითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნეს კომპანიის მიერ მართული პროექტების განვითარების ფაზები და სამომავლო გეგმები.  მხარეებმა იმსჯელეს და განიხილეს ახალი გამოწვევები და პროექტით დაინტერესებული მხარეებისთვის აქტუალური საკითხები.…
  • 53
    CCEH-ის ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური გურიიდან ჩასულმა დელეგაციამ დაათვალიერა  2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს  მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…