გურიის 27-ე ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში ხუთ დღეს მიმდინარეობდა, გიორგი გოგოლაურის გამარჯვებით დამთავრდა.. ვინც თვალს ადევნებდა ამ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ღონისძიებას, ერთხმად აღნიშნავენ,რომ იგი რეგიონის ძლიერ მოჭადრაკეთა წარმომადგენლობითი თვალსაზრისით ერთერთი საუკეთესო იყო. მართლაც მასში მონაწილე 16 მოჭადრაკედან ათს , ისე შეეძლო გამხდარიყო ჩემპიონი, რომ ფაქტს შემთხვევითობას, ან იღბალს ვერ მიაწერდი. გიორგისთვის ეს მეოთხე გამარჯვებაა გურიის პირველობაზე და ამით გაუთანაბრდა ლანჩხუთელ ქრისტინე მჟავიას(ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს და მოღვაწეობს ახალციხეში) და ჩოხატაურელ გივი ქორიძეს. მან 5,5 ( 7-დან) ქულა დააგროვა და გაუსწრო 5-5 ქულიან ლანჩხუთელ მიხეილ აფხაზავას და ჩოხატაურელ გივი ქორიძეს, რომლებმაც ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები შესაბამისად გაინაწილეს. ჩემპიონს ,მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა ოზურგეთის 2022 წლის ჩემპიონი დავით ცეცხლაძე და ლანჩხუთელი ტარიელ ხუხუნაიშვილი, ხოლო ქულანახევრით ლანა ლომაძე. ლანასათვის ეს შედეგი ჩემპიონობის მომტანი გახდა ქალთა შორის. გურიის ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა ოზურგეთის 2022 წლის და გურიის შარშანდელი ჩემპიონი ნათია ვასაძე. მესამე ადგილი თანაბრად გაიყვეს და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს ლანჩხუთელმა ლილე ფირცხალაიშვილმა და ოზურგეთელმა ანა მეგრელაძემ.
ჩემპიონებს, პრიზიორებს და წარმატებულ მოჭადრაკეებს გადაეცათ თასებთან,მედლებთან და დიპლომებთან ერთად გადაეცათ ფულადი ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები. დაჯილდოვდა ასევე რეგიონში მოღვაწე წარმატებული მწვრთნელები და მსაჯები. მწვრთნელთა შორის საუკეთესო შედეგები აღმოაჩნდა ლანჩხუთელ ადამ ხუხუნაიშვილს, რომელმაც 2022 წელს რესპუბლიკურ და საერთაშორისო შეჯიბრებებში, მწვრთნელთა ნომინაციაში ორჯერ გავიდა პირველ ადგილზე და ერთხელ მეორეზე.
ჩემპიონატის დახურვაზე გურიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ ანდღულაძემ , დამსწრე, ხალხმრავალ საზოგადოებას გააცნო საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ცნობილი არქეოლოგის, პროფესორის მერაბ ძნელაძის ღია წერილი გურიის საჭადრაკო ოჯახისადმი, სადაც გადმოცემულია რამდენიმე ყურადსაღები წინადადება და მოსაზრება,რომელიც ეხება ჭადრაკში, საერთაშორისო მნიშვნელობის ქართველი მწვრთნელის, წარმოშობით ოზურგეთელი, შოთა ინწკირველის სახელის უკვდავყოფას და მისგან გამომდინარე გასატარებელ ღონისძიებებს. დამსწრე საზოგადოებას წარედგინა ასევე ბატონი მერაბის მიერ, დახურვის დღისთვის გამოგზვნილი, ბროლის ლამაზი თასი, განკუთვნილი წლის საუკეთესო მწვრთნელისათვის. შესაბამისი დებულების დამუშავებამდე, მიღებული იქნა დროებითი გადაწყვეტილება, თასი იყოს გარდამავალი და მასზე აღინიშნოს ყოველი წლის საუკეთესო მწვრთნელის შესახებ. ზურაბ ანდღულაძის თქმით ბ-ნი მერაბის მოსაზრებები ფრიად საგულისხმოა და საჭიროებს ადგილობრივი ხელისუფლებისათვის გაცნობას და შემდგომ მხარდაჭერას, რაზეც მომავალი წლიდან ვიზრუნებთ.
ჩემპიონატი , რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ( კობა ბალავინოვი) და გურიის ჭადრაკის ფედერაციის (ზურაბ ანდღულაძე) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა, საზეიმო, წინასახაალწლო ვითარებაში დაიხურა.

მსგავსი სტატიები

  • 100
    გურიის 26-ე საჭადრაკო ჩემპიონატის წინგურიის საჭადრაკო ჩემპიონატი, რეგიონში ერთერთი მნიშვნელოვანი და პრესტიჟული სპორტული ღონისძიებაა, რომლის მიმართ ჭადრაკის მოყვარულთა და ზოგადად ფართო საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. იგი, 1995 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება და მასში რეგიონის მუნიციპალიტეტების ყველაზე წარმატებული და ძლიერი მოჭადრაკეები ღებულობს მონაწილეობას. დღემდე ჩატარებული 25 ჩემპიონატიდან, 18-ს ოზურგეთმა უმანსპიძლა, 6-ს ლანჩხუთმა და ერთს ჩოხატაურმა.…
  • 100
    ოზურგეთმა ფრენბურთში გურიის ჩემპიონატს უმასპინძლადღეს, 17 მაისს ოზურგეთის სპორტის სასახლემ ფრენბურთში ( 2005 - 06 წწ) გურიის ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრში : ვაკიჯვრის,ბოხვარის, მაკვანეთის, ნარუჯის ლიხაურისა და ჯუმათის სკოლებმა მიიღეს მონაწილეობა.ჯამში ექვსმა სკოლამ იასპარეზა. თამაშები დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. საბოლოოდ გამარჯვება და ჩემპიონის ტიტული ნარუჯის სკოლამ მოიპოვა. მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ჯუმათის სკოლას ერგო.…
  • 100
    გურიის 26-ე საჭადრაკო ჩემპიონატის წინგურიის საჭადრაკო ჩემპიონატი, რეგიონში  ერთერთი მნიშვნელოვანი  და პრესტიჟული  სპორტული ღონისძიებაა, რომლის მიმართ ჭადრაკის მოყვარულთა და ზოგადად ფართო საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია.  იგი, 1995 წლიდან მოყოლებულიყოველწლიურად ტარდება და მასში რეგიონის მუნიციპალიტეტების ყველაზე წარმატებული და ძლიერი მოჭადრაკეები  ღებულობს მონაწილეობას. დღემდე ჩატარებული 25 ჩემპიონატიდან, 18-ს ოზურგეთმა უმანსპიძლა, 6-ს ლანჩხუთმა და ერთს ჩოხატაურმა.  ჩემპიონის…
  • 95
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 92
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…