29-30 მარტს გურიას ოფიციალური ვიზიტით ისრაელის საგაგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი ჰადას მეიცადი სტუმრობდა. როგორც მან აღნიშნა ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოს რეგიონში და სასიამოვნოა,რომ ეს გურიიდან დაიწყო.ელჩს თან ახლდა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ,,MASHAV”-ის საქართველოს განყოფილების დირექტორი ბატონი გიორგი ჟღენტი.
ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ქალბატონი ჰადასი დაესწრო ღონისძიებას ,,ისრაელი და საქართველო”. ფოიეში ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლის,დირექტორი ქალბატონი მზია კვინტრაძე, მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოფენა ,,ჩვენ ვიცნობთ ისრაელს”. გამოფენილი იყო ასევე ისრაელის საელჩოს და ისრაელის საერთაშორის განვითარების სააგენტო ,,MASHAV”-ის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტო კოლაჟი. დარბაში ღონისძიება დაიწყო ისრაელის და საქართველოს ჰიმნით. შემდგომ წამყვანმა ბატონმა გიორგი სიხარულიძემ ისაუბრა ქართულ ებრაულ ურთიერთობებზე. გაიხსენეს ჰოლოკოსტი.ისაუბრეს დღევანდელ ისრაელზე. წარმოდგენილი იყო ვიდეოკალაჟი ისრაელის ისტორიაზე. შემდეგ ისაუბრეს ისრაელის საელჩოს და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით ,,შალომ კლუბ გურია”სთან თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ქართულ ებრაულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა ,,ანსამბლი ნართი”, დაჯილდოვდა ასევე კონკურსში, ,,წლის წარმატებული ქალბატონი”,გამარჯვებული ჩოხატაურის კულტურის ცენტრის დირექტორი ,,შალომ კლუბის წევრი” ქალბატონ თამარ კეკელიძე. ,,შალომ კლუბის” წევრთა ერთობლივი გადაწყვეტილებით,ისრაელის ელჩი ქალბატონი ჰადას მეიცადი არჩეული იქნა ,,საქართველო შალომ კლუბ გურიას” საპატიო პრეზიდენტად და გადაეცა სერთიფიკათი.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ქალბატონი ელჩი.მადლობა გადაუხადა ყველას გულთბილი მიღებისათვის, ისაუბრა ქართულ ებრაულ ურთიერთობებზე. აღნიშნა,რომ საელჩოს თანამშრომლობა გურიის რეგიონთან მომავალშიც გაგრძელდება.
ღონისძიება დასრულდა ანსამბლ,,ნართის” და ,,ილეკროს”კონცერთი.ერთმანეთს ცვლიდა ქართული და ებრაული სიმღერები და ცეკვები.
მსგავსი სტატიები
- 75დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 74მრავალმხრივ წარმატებული და უკვე პოპულარული არასამთავრობო ორგანიზაციის „შალომ კლუბ „გურიას“ საქმიანობის უფრო დეტალურად გაცნობის მიზნით, გასული კვირის სამშაბათს დაბა ჩოხატაურში ამ ორგანიზაციის პრეზიდენტს, ბატონ ზაურ ოსეფაიშვილს ვსტუმრობდით. ზაურ ოსეფაიშვილი - ბიზნეს ეკონომისტი, პედაგოგი, ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „MASHAV“-ის კურსდამთავრებული, BDC აკადემიის საპატიო პროფესორი, მუშაობდა გორაბერეჟოულის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის…
- 72საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 63საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
- 63გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…