2023 წლის 13 მარტს, „ბახვი ჰესის“ მენეჯმენტის და კომპანიის მიერ დაარსებულ გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის პირველი შეხვედრა გაიმართა. მრჩეველთა საბჭოს წევრებს მიესალმა „ბახვი ჰესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ნიბლაძე, რომელმაც საბჭოს წევრებს მუშაობის ახალი ხედვა შესთავაზა მიმდინარე წლისთვის. ამ ხედვის მიხედვით გაკეთებული სამოქმედო გეგმა და კალენდარი განხილვის საგანი იყო სხდომაზე. საბჭოს წევრებისთვის მისაღები აღმოჩნდა ახალი სტრატეგიის მიხედვით დაგეგმილი სამუშაო წელი და აღინიშნა, რომ მეტი ჩართულობა მთლიანი ციკლის გამჭვირვალობის გარანტიაა.
„ბახვი ჰესის“ გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა დავით კობერიძემ ისაუბრა ბახვი ჰესის პროექტის მიმდინარეობაზე. ამჟამად, მენეჯმენტი„ ბახვი 2 ჰესის“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია. 2023 წლის 27 მარტს ჩაინიშნა გადამცემი ხაზის სკოპინგის საჯარო განხილვა სოფელ მთისპირში. სკოპინგის ანგარიში კომპანიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ამა წლის 1 მარტს წარუდგინა.
„ბახვი ჰესის“ გარემოსადცვითი და სოციალური საკითხების საბჭოში ცვლილება განხორციელდა. ჩოხატაურის არასამთავრობო ორგანიზაციების კვოტოთ საბჭოში ახალი წევრი, მაკა შანიძე წარადგინეს. ის საბჭოში წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას „ქალები ქალებისთვის, საინიციატივო შეხვედრები გურიაში“.
შეგახსენებთ, ბახვი ჰესის გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხების მრჩეველთა საბჭო კომპანიის ინიციატივით შექმნილი სათათბირო ორგანოა, რომლის მიზანი, დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა და ჰიდროელექტროსადგურების პროექტების მეტი გამჭვირვალობაა. საბჭო ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებიდან ნომინირებული 12 დამოუკიდებელი წევრისაგან შედგება. საბჭოში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულები, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ბიზნესი.
მსგავსი სტატიები
- 81ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო 2021 წლის 5 აგვისტოს, კომპანიის უპრეცედენტო ინიციატივის საფუძველზე შეიქმნა. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაშია 10 დაინტერესებული პირი, რომლებიც წარმოადგენენ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, მცირე და საშუალო ბიზნესს, მედიას და თვითმმართველობას. საბჭოს ფორმატში მონაწილოება ანაზღაურების გარეშეა. აქ მოვიდნენ და გაწევრიანდნენ ადამიანები,…
- 812022 წლის 21 დეკემბერს,ბახვი ჰესის მენეჯმენტის დაკომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტებისგარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის შემაჯამებელიშეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე მხარეებმაიმსჯელეს მიმდინარე საკითხებზე.მრჩეველთა საბჭოს წევრებს მიესალმა ბახვი ჰესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ნიბლაძე, რომელმაც შეაჯამა გასული წლის სამუშაო და მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა მრჩეველთა…
- 772022 წლის 7სექტემბერს,ბახვი ჰესის მენეჯმენტის დაკომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტებისგარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი,შეხვედრა გაიმართა.ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა მრჩეველთა საბჭოს გააცნო ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გზშ-ს ანგარიშის მომზადების პროცესი, ასევე წარადგინა მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრი, ალა მარი, რომელიც ჩხაკაურას საჯარო სკოლის დირექტორია. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა…
- 75მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა საბჭოს წევრებთან კომპანიის მიერ მიმდინარე წელს განხორციელებულ აქტივობებზე და 2024 წლის გეგმებზე ისაუბრა. თავდაპირველად, მოკლედ მიმოიხილა ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც წელს ბახვი ჰესი სოციალური,…
- 752022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…