დღეს, ტექნოპარკ ოზურგეთში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროექტის _ „მწვანე გურია _ ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ -_გახსნითი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უმასპინძლა.
პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: ნანა ჯანაშია, აღმასრულებელი დირექტორი, CENN; ქეთევან ხუციშვილი, პროექტის მენეჯერი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში; ეკატერინე ზვიადაძე – პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; კარლო ამირგულაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი.
პროექტის პრეზენტაციის მონაწილეებს სიტყვებით მიმართეს: გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ; ჩოხატაურის, ოზურგეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების მერის პირველმა მოადგილეებმა მაია კუტუბიძემ, გიორგი ღურჯუმელიძემ, ეკა გუჯაბიძემ.
პროექტის მიზანია, სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით. ღონისძიების სტუმრები გაეცნენ პროექტის მიზნებსა და შემუშავებულ აქტივობებს, რომლებიც მიმართულია გურაში სოფლისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისაკენ. ასევე, ღონისძიების მონაწილეებმა მიიღებეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.
პროექტის გახსნით ღონისძიებას, ევროკავშირის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ადგილობრივი მეწარმეები დაესწრნენ.
პროექტს ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV-ის ფარგლებში. პროექტი სამი წლის განმავლობაში გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში განახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობას. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ლაგების შექმნასა და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შემუშავებას გენდერის, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით. ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას, სამოქალაქო ჩართულობის პროცესების ხელშეწყობასა და ქალების, ახალგაზრდებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
მსგავსი სტატიები
- 85გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე პირველ მოადგილესთან ლევან ჯაფარიძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს ნიკ ბერესფორდს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს მზია გიორგობიანს და გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერს საქართველოში თინათინ ტყეშელაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე UNDP-ის პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, ფაზა 2“-ის…
- 85დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 80დღევანდელი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ძალადობრივი ექსტრემიზმი. ჩვენს ირგვლივ გარემო წალეკა ფემიციდის, სიუციდის, ჰომოფობიის წარმოუდგენელმა მასშტაბებმა. ამის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ფრუსტრირება და სოციალური დაუკმაყოფილებლობა მიგვაჩნია. ჩნდება სიტუაციები, რომლებშიც ადამიანებს არ ეძლევათ საკუთარი მიზნების მიღწევის შესაძლებლობა. ეს კი თავის მხრივ ზრდის აგრესიის განხორციელების ალბათობას. ჩვენში, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში იმატა მოლოდინებისადმი…
- 79სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო…
- 77პროექტის მიზანი, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების ცნობიერების ამაღლება შინა მეურნეობებში, ბუნებრივი რესურსების მართვის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე და სოციუმში მათი საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდა ,,გურიის განვითარების კავშირის“ მიერ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით“ სახელწოდება: საქართველოს კლიმატის…