დავით ტაკიძე (პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი) _ ლიტერატურული ფსევდონიმით დავით შემოქმედელი.

დაიბადა 1953 წელს, 8 აპრილს,  სოფ. შემოქმედში (ოზურგეთი).

 სხვადასხვა წლებში არის და იყო:

სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი;

სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თანა დამფუძნებელი (განმეორებითი რეგისტრაცია) აკაკი ბაქრაძესა და მურმან ლებანიძესთან ერთად;

ქართული კულტურის დესპანი;

ისრაელის ქართული კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ორგანიზაცის საპატიო პრეზიდენტი;

გალაკტიონ ტაბიძის, დავით აღმაშენებლის, ნიკო ლორთქიფანიძის, ივანე მაჩაბლის, ,,ლიტერატურული მესხეთის“ გრან პრისა და ჯემალ აჯიაშვილის სახელობის  „ლიტერატურული პრემიების“ ლაურეატი;

ქართულ-გერმანულ და ქართულ-ებრაულ კულტურულ ურთიერთობებში  შეტანილი  წვლილისათვის დაჯილდოებულია გერმანიისა და ისრაელის საპატიო დიპლომებით;

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის საპატიო პროფესორი;

საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე;

გამომცემლობა ,,დავითის“ დირექტორი;

გაზეთ ,,ივერიის’’ (1989 წელს აღდგენილი) თანარედაქტორი თამარ ჩხეიძესთან ერთად;

გამომცემლობა ,,ეროვნული მწერლობის’’ რედაქტორი;

ჟურნალ ,,ლიტერატურა და ხელოვნების’’ რედაქტორი;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე.

დავით შემოქმედელის წიგნები და ცალკეული ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.

დღემდე გამოცემული აქვს ერთტომულები: ,,ტაძართან’’. (1990 წელი). ,,სიტყვებს მიღმა’’. (2006 წელი). ,,ხსოვნის ანაბეჭდები’’.( 2013 წელი). ,, სიტყვებსა და საგნებს შორის’’. (2021 წელი).

ქართულ და უცხოურ ენებზე დღემდე გამოცემული აქვს, ლექსების, მოთხრობებისა და ესეისტური წერილების 23 წიგნი. ახლახან გახდა ცნობილი, რომ ბაქოში, აზერბაიჯანულ ენაზე დავით შემოქმედელის კიდევ ერთი წიგნი გამოიცა.

დავით ტაკიძე (შემოქმედელი) პროფესიით ინჟინერ-არქიტექტორია და წლების მანძილზე მუშაობდა ოზურგეთის საპროექტო ბიუროში თავისი სპეციალობით. შემდეგ იყო ოზურგეთის რაიონული კულტურის სახლის დირექტორი.

80-იანი წლების მეორე ნახევარიდან იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს რუსთაველის სახელობის საზოგადოების ოზურგეთის ორგანიზაციას.

დავით შემოქმედელის 60 წლის იუბილე ქ. თბილისში, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.

გაზეთ „ალიონის“ რედაქცია ულოცავს ბატონ დავითს საიბილეო თარიღს და წარმატებებს უსურვებს.

გურია

მთებს ქვემოთ თოვლა ნისლის ფაფარი,

იწვა ვით მშვიდი ზღვა მოთენთილი,

შორს შემოქმედის თეთრი ტაძარი,

და მთები მთებზე შემოხეთქილი.

სამშობლო მხოლოდ ცრემლი არ არის,

ადიდგორებულ სპაზე დიდია,

მოითარეშებს ნისლთა ლაშქარი

მთებს და სამზეოს გზებით მიდიან.

აქ, ღვთის სადგომში რა დაგვაძინებს,

დადექ და ვარსკვლავთ კოცონი თვალე,

საცაა, ალბათ, ბეჭზე გავიდებთ,

გურიის მთებზე დაგდებულ მთვარეს.

ქარი კეცავდა სველ წიფლებს მაღლებს,

სუფრასთან ვჭექდით ოცი ფირალი,

და სულგაყიდულ ოხრანკის ძაღლებს,

ბედს აწყევლიდა ნასაკირალი.

გავტეხეთ პური, ორადნახადი

არაყი ფეთქდა, ვით თოფი ფილთა,

თითქოს ახადა ლექსმა ყავარი,

სატევარივით ვიშიშვლეთ სიტყვა.

მასპინძელივით ხარობდა ჭერი,

ერთსაც არ ერქვა ჩვენში სტუმარი,

გურული ნენას თავშალისფერი

ღამე კარებთან იწვა მდუმარი.

მთვარე მეგზურად მსურს რო ვიახლო,

ზეცა წმინდაა, ვით ანგელოსი,

გურია _  უფლის ჯილდო ცის ახლო,

ამ ჩვენს ღვთის ნალოც საქართველოსი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

               

 

 

 

 

 

               

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

               

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 94
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 90
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 90
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 89
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…
  • 89
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…

არ გამოტოვოთ