დღეს, 23 აპრილს, ახალციხეში, 1915 წლის გენოციდის დროს დაღუპულების სულების მოსახსენიებლად, ტრადიციული მსვლელობა მოეწყო.

სომეხი მოსახლეობა თავდაპირველად წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ტაძრის ეზოში შეიკრიბა, დაახლოებით რვა საათისთვის  ათეულობით ლამპარი აანთეს, შეძახილებით ,,აღიარე” ქალაქში მსვლელობა გამართეს და  მსვლელობით გენოციდის დღეს დაღუპულთა მემორიალთან გადაინაცვლეს.

მოსახლეობა, შეძახილით „აღიარე“ თურქეთსა და მსოფლიოს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი გენოციდის აღიარებისაკენ მოუწოდებს.

ეთნიკური სომხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც ხელისუფლებამ 250–მდე სომეხი ეროვნების ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯა. სომხები, რომლებიც ოსმალთა იმპერიის არმიაში მსახურობდნენ, განაიარაღეს და მოკლეს, კონფისკაცია გაუკეთეს მათ ქონებასაც. პროცესი 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სომხური მხარე ამბობს, რომ სამი წლის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

თურქეთი მიიჩნევს, რომ დაღუპულთა რიცხვი ბევრად ნაკლებია. ასევე, უარყოფს ტერმინს – “გენოციდი”. თურქული მხარე აცხადებს, რომ ეთნიკურ სომეხთა უმრავლესობა პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო შეტაკებებს შეეწირა, ისევე როგორც ათასობით ეთნიკურად თურქი. გენოციდის დროს დაღუპულები სომხურმა ეკლესიამ 2015 წელს წმინდანად შერაცხა.

საქართველოს სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარებული არ აქვს.

სომეხი ეროვნების მოქალაქეები ყოველ წელს ითხოვენ თურქეთისგან, აღიაროს სომეხთა გენოციდი. ისევე, როგორც ამას ითხოვენ საქართველოსგან.

წყარო:

მსგავსი სტატიები

  • 48
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 44
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 44
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 43
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 42
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…