ბახვი ჰესმა ორგანიზაციას „ქალები მომავლისთვის, ჩხაკაურას თემი“, რომლის დაარსების მიზანიც ჩხაკაურაში მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებაა, საჩუქრად კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. ამიერიდან ორგანიზაციის წევრები ჩხაკაურას სკოლის ადმინისტრაციის საკუთრებაში არსებული ინვენტარის ნაცვლად საკუთარი ტექნიკით სარგებლობას შეძლებენ.
„ქალები მომავლისთვის, ჩხაკაურას თემი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 2021 წელს შეიქმნა. ორგანიზაციაში ამ დროისთვის 10 ქალია გაწევრიანებული. „ქალები მომავლისთვის“ შექმნის ერთ-ერთი მიზანი, ქალების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებასთან ერთად, სოფლის განვითარებაც არის. ორგანიზაციის წევრები სხვადასხვა პროექტზე სამუშაოდ ყოველკვირეულად ე.წ ძველი გამგეობის შენობაში იკრიბებიან.
„ქალები მომავლისთვის, ჩხაკაურას თემის“ წევრებმა სხვადასხვა საგრანტო პროგრამის ფარგლებში არაერთი მცირე დაფინანსება მოიპოვეს. მათ შორის, ერთ-ერთი სათემო პროექტის ფარგლებში მოიგეს საკერავი და საქსოვი მანქანები.
„ჩხაკაურაში ბახვი ჰესის შემოსვლა ჩვენთვის წარმატების მომტანი იყო. კომპანია ჩართულია საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტებში. ხშირად ვესწრები მათ შეხვედრებს. მათთან დაკავშირების შემდეგ ჩვენს ორგანიზაციას წინსვლის შესაძლებლობა მიეცა. უკვე გვაქვს ოთახი, სადაც ქალები ვიკრიბებით. ამ დრომდე ჩხაკაურას სკოლის საკუთრებაში არსებული კომპიუტერით ვსარგებლობდით. ახლა ბახვი ჰესის მხარდაჭერით უკვე გვაქვს საკუთარი ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც უფრო კარგად ვწერთ პროექტებს. ეს კომპანიის მხრიდან ადამიანების გვერდში დგომის ძალიან კარგი მაგალითია“_ განაცხადა „ქალები მომავლისთვის, ჩხაკაურას თემის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ლაფერაშვილმა.
„სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება, ზოგადად თითოეული რეგიონის სწრაფი განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სამწუხაროდ, დღესდღეობით რეგიონებში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევაა. მიმაჩნია, რომ ამ პრობლემების მოგვარების პროცესში კერძო სექტორიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული. გვიხარია, რომ ჩვენი სოციალური პროექტების ფარგლებში „ქალები მომავლისთვის, ჩხაკაურას თემის“ დახმარების საშუალება მოგვეცა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, შევქმნათ პროგრამები, რომელიც მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. კომპიუტერული ტექნიკის ორგანიზაციისთვის გადაცემა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მოხარული ვიქნებით, თუ ორგანიზაციის განვითარებაში გარკვეულ წვლილს ჩვენც შევიტანთ“_ განაცხადა ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.
„ქალები მომავლისთვის, ჩხაკაურას თემი“ 2021 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდი ტასოს სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.
მსგავსი სტატიები
- 95ბახვი ჰესმა ორგანიზაციას „ქალები მომავლისთვის, ჩხაკაურას თემი“, რომლის დაარსების მიზანიც ჩხაკაურაში მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებაა, საჩუქრად კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. ამიერიდან ორგანიზაციის წევრები ჩხაკაურას სკოლის ადმინისტრაციის საკუთრებაში არსებული ინვენტარის ნაცვლად საკუთარი ტექნიკით სარგებლობას შეძლებენ. „ქალები მომავლისთვის, ჩხაკაურას თემი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 2021 წელს შეიქმნა. ორგანიზაციაში ამ დროისთვის 10 ქალია გაწევრიანებული.…
- 54ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 51ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 51დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 43"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…