ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ 14 ოჯახს, სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცათ.
_,,შესრულდა ჩვენი მოქალაქეებისათვის მიცემული კიდევ ერთი დაპირება. საქართველოს პრემიერ–მინისტრის უშუალო ჩართულობით და გადაწყვეტილებით, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მჭიდრო თანამშრომლობით დაძლეული იქნა მოქალაქეების წინაშე არსებული საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა და დღეს მათ საკუთრებაში გადაეცათ ბინები, რომლებშიც წლებია ცხოვრობენ და ვერ ახერხებდნენ მის რეგისტრაციას. გურიის რეგიონში ეს არის პირველი პრეცედენტი. სამუშაო ჯგუფები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში კიდევ შევძლებთ არაერთი ოჯახის გახარებას,“_ აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები აზნეფტის ქუჩის მცხოვრებლებს მხარის რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი დუგლაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა გადასცეს.
მსგავსი სტატიები
- 52დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 45საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 42ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 41საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
- 40სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…