თბილისის ჭადრაკის სასახლეში 7 მაისს დამთავრდა საქართველოს უმაღლესი ლიგის 32-ე ჩემპიონატი 8,12 და 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც შესარჩევი ტურნირებით გამოვლენილი, ქვეყნის საუკეთესო 180 მოჭადრაკე ღებულობდა მონაწილეობას. გურიის რეგიონიდან მასში ათზე მეტი მოჭადრაკე იყო ჩართული, რომლებსაც ურიგოდ არ უასპარეზია, თუმცა საქვეყნოდ თავი, ყველაზე მეტად 8 წლის ლაზარე ჩხარტიშვილმა ისახელა. მან ცხრა დღიან დაძაბულ მარათონში 7 პარტია მოიგო, 2 ყაიმით ითამაშა და 8 ქულით(!!!), საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა კლასიკურ ჭადრაკში. დღეს ლაზარე ქვეყნის მასშტაბით ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა და მისი შესაძლებლობები იმედს გვაძლევს წარმატებით გააგრძელებს აღმასვლას. ლაზარე 6 წლიდან სერიოზული დამოკიდებულება აქვს ჭადრაკთან. მან მწვრთნელ ელგუჯა ურუშაძესთან დაიწყო მეცადინეობა და ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოიგო მუნიციპალური და რეგიონალური პირველობები,როგორც თავის ასაკში, ისე მასზე უფროსებში. შარშან იმერეთში გამართულ რესპუბლიკურ ტურნირში გაიმარჯვა და მისი ნიჭიერება და გააზრებული თამაში შეუმჩნეველი არ დარჩა ჭადრაკის ცნობილ სპეციალისტებს- კლუბ „მომავალი ჩემპიონების“ მესვეურებს-ფიდეს ინსტრუქტორს ილია კაკუშაძეს და დიდოსტატ დავით მაღალაშვილს.დღეს ლაზარე მათი ხელმძღვანელობით განაგრძობს რთულ საჭადრაკო ლაბირინთებში გარკვევას. ვიცით,რომ ჭადრაკში „ბურთი მრგვალიაო“ ვერ იტყვი და შემთხვევითი წარმატებებიც პრაქტიკულად გამოირიცხება. ამაზე მეტყველებს ლაზარეს წლევანდელი შედეგებიც: 1. ფოთში, საქართველოს I ლიგის ჩემპიონატში, 2. ლანჩხუთში,ნ.ჟორდანიას საერთაშორისო ტურნირში, 3. თბილისში, საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში 9 წლამდე ასაკში, სადაც ბრინჯაოს მედალთან ერთად მსოფლიო პირველობის საგზური აიღო შესაბამისი დაფინანსებით. და ეხლა 4. თბილისში, საქართველოს ჩემპიონატი კლასიკურ ჭადრაკში, ვიცე ჩემპიონობა და ევროპის პირველობის(რუმინეთი) საგზური შესაბამისი დაფინანსებით. 5. რეგიონალურ და მუნიციპალური ჩემპიონატები და ტურნირები თავისთავად.

აღნიშნულ წარმატებას ვულოცავთ ლაზარეს, მის მწვრთნელებს და გულშემატკივრებს. ვუსურვებთ მას წარმატებას ჯერ მსოფლიოს პირველობაზე (ბათუმი,05.06 – 12.06 ივნისი,რაპიდი) და შემდეგ ევროპის პირველობაზე(რუმინეთი, 04.09 – 15.09 სექტემბერი,კლასიკური).

ყოჩაღ, ლაზარეს!

ზურაბ ანდღულაძე.

გურიის ჭადრაკის ფერედაციის პრეზიდენტი

 

მსგავსი სტატიები

  • 92
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 90
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 85
     თავდასხმები ელჩ დეგნანზე დასავლეთთან ურთიერთობების დაზიანების მიზანმიმართული მცდელობაახელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით „ქართული ოცნების“ მიზანიმართულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომლის სამიზნე მათ შორის აშშ-ს ელჩი კელი დეგნანიც გახდა და მივიჩნევთ, რომ ამ კამპანიის ამოცანა ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობების დაზიანება და ქვეყნის დასავლური განვითარების პერსპექტივის შეფერხებაა. 2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინას თავს დაესხა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა…
  • 84
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 84
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…