კურორტ ბახმაროში ზვავმა 20-ზე მეტი სახლი დაანგრია. კურორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზვავმა სახლები ზამთარში პიონერის ქუჩაზე დაანგრია._ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელები“ იუწყება
სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია ჩოხატაურის მერიაში ჯერ შექმნილი არ არის. დაეხმარება თუ არა დაზარალებულებს მუნიციპალიტეტი, ეს აღნიშნულმა კომისიამ უნდა განსაზღვროს.
3 მაისის მდგომარეობით, ზვავი რამდენიმე ადგილზე ჩამოწოლილია ბახმაროში მისასვლელ გზაზეც, რის გამოც მოძრაობა შეწყვეტილია.
„ამ წუთებშიც გრძელდება გზის გაწმენდა შესაბამისი ტექნიკით. ზუსტად როდის გაიხსნება გზა – 5 თუ 10 დღეში – ამის განსაზღვრა ამ დროისთვის რთულია. რაც შეეხება დიდთოვლობით თუ ზვავის გამო დანგრეულ სახლებს, დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ გვაქვს“ – გვითხრა შალვა ცინცაძემ, ჩოხატაურის მერის წარმომადგენელმა ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულში._წერს „ბათუმელები“
მსგავსი სტატიები
- 37რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…