5 ივლისს, ქ. ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის მეოთხე თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება. 10 დღის განმავლობაში ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის და ჩოხატაურის კულტურის სასახლის სცენებზე 8 უცხოური და 17 ქართული თეატრი წარმოადგენს სპექტაკლებს. ფესტივალის მთავარი სლოგანია „ნოდარ დუმბაძე _ქართული მწერლობა“. ამასთან დაკავშირებით დღეს ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვასილ ჩიგოგიძე ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე ესაუბრა.
_ეს ფესტივალი საიუბილეოა და იგი ოზურგეთის თეატრის 155 და ნოდარ დუმბაძის 95 წლის იუბილეებს ეძღვნება. წელს ფესტივალის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა, ფესტივალზე 644 ქართველ და უცხოელ თეატრალს ველოდებით. ჩამოვა ევრაზიის 14 ქვეყნის დელეგაცია, 55 კაცი. ფესტივალს ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის ნოდარ მაჭარაშვილის „ავი მუსაიფით“ გავხსნით (რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილი). გრან პრის და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს 9 კაციანი ჟიური, რომლის შემადგენლობაში საქართველოში მოღვაწე 3 თეატრმცოდნე და 2 მწერალი, 4 უცხოელი რეჟისორი, მსახიობი და მენეჯერი იქნება. წელს 5 სპექტაკლს ჩოხატაურის კულტურის სასახლის სცენაზე წარმოვადგენთ.აქედან ერთ-ერთი სპექტაკლი გახლავთ ოზურგეთის სახელწმიფო დრამატული თეატრისა და ბრაგის თეატრალური კომპანიის კოპროდუქცია„ცის კარი“, რომლის რეჟისორია ელენე მაცხონაშვილი, ხოლო დადგმის ხელმძღვანელია ვასილ ჩიგოგიძე _განაცხადა მან.
ვასილ ჩიგოგიძემ აღნიშნა, რომ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს თავისუფლების და მოძრაობის თეატრები. თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი წელს დავით დოიაშვილის „შეყრას“ წარმოადგენს.ფესტივალის მაყურებელს საშუალება ექნებათ არაერთი ქართული და უცხოური დადგმები და ქართველი და უცხოელი ცნობილი სახე იხილონ. სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების ფასებიც ხელმისაწვდომი იქნება.
ფესტივალის გამართვის ხარჯების 70 პროცენტს სახელმწიფო გაიღებს. ფესტივალს ჰყავს სპონსორები. როგორც წინა წელს, ამჟამადაც გაიცემა გრან პრი _10 000 ლარი, რომელსაც „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ გაიღებს.
ვასილ ჩიგოგიძემ ოზურგეთის თეატრის გეგმებზეც ისაუბრა. 17 ოქტომბერს მაყურებელს გოჩა კაპანაძის კიდევ ერთ დადგმას „ექვთიმეს“ წარუდგენენ. ეს სპექტაკლი იქნება მესამე ნაწილი ტრილოგიისა,(„გურიის დედოფალი“, „რესპუბლიკა გურია“), სპექტაკლის წარმატების შემთხვევაში, რისი იმედიც აქვთ, მას საფრანგეთში ჩაიტანენ და წარმოადგენენ ლევილში.
2023 წლის ბოლოს ოზურგეთის თეატრში დმანისის თეატრის კვირეული გაიმართება.
მსგავსი სტატიები
- 85დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 77გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 76სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 751918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 74სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…