საქართველოს 21-წლიანმა ნაკრებმა ფეხბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ურთულეს „ა“ ჯგუფში ჯგუფური ტურნირი წარმატებით განვლო. პირველ ტურში ჩემპიონატის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს პორტუგალიას სძლია 2:0; მეორე ტურში ბელგიასთან შეხვედრაში ფრედ 2:2 ითამაშა; დღეს კი ჰოლანდიის ნაკრებთანაც ფრედ 1:1 ითამაშა და 5 ქულით ჯჯუფში პირველი ადგილი დაიკავა. ჯგუფში მეორე ადგილი პორტუგალიამ დაიკავა.
რამაზ სვანიძის გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.