დაკარგული ბორტის მფლობელის, OceanGate-ის სპეციფიკაციების მიხედვით, კაფსულის (Titan) ხუთ მგზავრს, 96 საათის სამყოფი ჰაერი ჰქონდა.

ეს ნიშნავს, რომ ჟანგბადი შეიძლება ამოიწუროს ხუთშაბათს დილით, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ჰაერის ბორტის შიგნით მოხმარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ, ინფორმაცია არაზუსტია.

  • წყალქვეშა აპარატის სამძებრო სამუშაოებში უფრო მეტი ტექნიკა ჩაერთო, განაცხადა აშშ-ს სანაპირო დაცვამ.

შემთხვევის ადგილზე, ოთხშაბათს სამი სამძებრო ხომალდი მივიდა, მათ შორის, ერთი გვერდითი სკანირების სონარით.

კაპიტან ფრედერიკის თქმით, ძიების მთლიანი ფართობი ორჯერ აღემატება აშშ-ს შტატ კონექტიკუტის ფართობს, ხოლო სიღრმე 4 კმ-ია.

  • დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დაკარგული ბორტის მფლობელი OceanGate-ი გაფრთხილებული იყო, რომ ექსპერიმენტული კაფსულის შემუშავებამ შეიძლება უსაფრთხოების კატასტროფული პრობლემები გამოიწვიოს.

დევიდ ლოქრიჯმა, OceanGate-ის საზღვაო ოპერაციების დირექტორმა, 2018 წლის სასამართლო პროცესზე ახსენა, რომ კომპანიის ტესტირება და სერტიფიკატი არ იყო დამაკმაყოფილებლად ძლიერი, რაც „მგზავრებს პოტენციურად დააყენებდა ექსტრემალური საფრთხის წინაშე“.

  • Horizon Maritime-მმა, კომპანიამ, რომელიც ფლობს დაკარგული ბორტის დამხმარე ხომალდ Polar Prince-ს, რომელმაც კვირას ექსპედიციის ადგილას მიიყვანა კაფსულა, ბრიფინგი მოაწყო.

ბრიფინგზე კომპანიამ თქვა, რომ მოახდინა Polar Prince-სა 94 მეტრიანი Horizon Arctic-ის მობილიზება, რათა მხარი დაეჭირა სამძებრო სამუშაოებისთვის.

  • Polar Prince-ის თანამფლობელი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს გუნდის სახლში დასაბრუნებლად.

კანადურმა კომპანია Horizon Maritime-მმა ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ ,,ძალისხმევას არ იშურებს, რომ ხალხი სახლებში დააბრუნოს”.

  • ამასობაში კი, კაცმა, რომელიც გასულ წელს „ტიტანზე“ იმყოფებოდა, Sky News-ს უთხრა, რომ წყალქვეშა აპარატი „არ იყო უსაფრთხო“.

მან ასევე თქვა, რომ კაფსულაში ,,არ არის ადგილი ფეხზე დასადგომად, ვერ იდგებით მუხლებზე, ჯდომა კი 10 საათი და 30 წუთი გიწევთ.

ჩვენი ფეხები კიბორჩხალის კიდურებს ჰგავს, გველს ჰგავს, კაფსულაში არაფერი იყო კომფორტული.”

ყოფილმა მგზავრმა ასევე თქვა, რომ კაფსულაში ,,სიცივე იყო”, რადგან მის გარეთ ტემპერატურა 4 გრადუსი ცელსიუსი იყო.

კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა, რომ წყალქვეშა კაფსულა უსაფრთხო იყო, ლოიბლმა უპასუხა: „არა, ის არ იყო უსაფრთხო“.

 

მსგავსი სტატიები

  • 41
    2012 წლის 19 აგვისტო 10 წლის გადასახედიდან...2011 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა  კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომელიც კიდევ უფრო აუარესებდა დემოკრატიულ გარემოს ქვეყანაში. გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორის ლაშა ტუღუშის შეფასებით ეს კანონი დაწერილი იყო შიშის თვალებით. ანუ იმჟამინდელი ხელისუფლება შეშინებული იყო იმ პოლიტიკური რეალობით, რაც იმჟამად საქართველოში ხდებოდა. ამას მოყვა ჟურნალისტების, არასამთავრობო…
  • 41
    მამა გაბრიელს უთქვამს, უკან არ მიიხედო მანქანაში ანტონ მარტმყოფელი გვიზისო - ღირსი მამა გაბრიელის სასწაულებიშემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტის იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელზე და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში მომხდარ ხილულ სასწაულს გადმოგვცემს:: - როცა დადგა საკითხი წმინდანად შერაცხულიყო თუ არა მამა გაბრიელი წმინდანად, უწმინდესმა პირველი მე მკითხა.  მაშინ მე ვიყავი სამთავროს დედათა მონასტერში... ზოგადად რამდენიმე ფაქტი მოვყევი მამა გაბრიელის შესახებ,  ბევრი რამის გახსენებაც  შეიძლებოდა. გავიხსენებ ჩემს…
  • 41
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 38
    მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების აზრი საარჩევნო გარემოს შესახებშოთა გოგიბერიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: _  სამწუხაროა რომ პლაკატების ომი გრძელდება.  არ ვიცი ამას ვინ აკეთებს. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების პლაკატებიც ხშირად მინახავს ჩამოხეული. ამაში ხომ თანხებია გადახდილი. გულდასაწყვეტია,  ამით ზიანდება საარჩევნო პროცესი. აქტივისტების, კოორდინატორების, აგიტატორებისგან ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია ზეწოლებისა და ხელის შეშლის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საოლქო და საუბნო…
  • 37
    ვახო ქართველიშვილის პოეზიის საღამო ცხემლისხიდში  გუშინ, 12 სექტემბერს, სოფელ ცხემლისხიდში, გიორგი სალუქვაძის სახლ მუზეუმში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით პოეტ ვახო ქართველიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. „ძალიან რომანტიული სამყარო იყო და სასიამოვნო გარემო... ქართული სულით გაჟღენთილი ლექსი და სიმღერა... ძლივს მოვისმინე ქართული მხატვრული კითხვა... ეს ისეთი შეხვედრა იყო, რომელიც ძალიან, ძალიან გვაკლია და გვენატრება ყველას“…