გავცელებული ინფორმაციით, კა­ნა­და­ში, ნი­უ­ფა­უნდლენ­დის სა­ნა­პი­როს­თან, „ტი­ტა­ნი­კის“  ნამ­სხვრე­ვე­ბის სა­ნა­ხა­ვად ექ­სპე­დი­ცი­ა­ში წა­სუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი წყალ­ქვე­შა ნავი გა­უ­ჩი­ნარ­და.
ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა მოხ­და და რა­ტომ გა­წყდა კონ­ტაქ­ტი, ან რამ­დე­ნად ახ­ლოს იყო „ტი­ტა­ნიკ­თან“. ცნო­ბი­ლია, რომ ნავ­თან კონ­ტაქ­ტი ექ­სპე­დი­ცი­ის და­წყე­ბი­დან 1 სა­ა­თი­სა და 45 წუ­თის შემ­დეგ და­ი­კარ­გა.
ექ­სპე­დი­ცი­ის ოპე­რა­ტო­რი კომ­პა­ნია არის OceanGate-ი, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ სამ­ძებ­რო ეკი­პა­ჟი ტუ­რის­ტე­ბის პოვ­ნა­სა და მათ უსაფრ­თხოდ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე მუ­შა­ობს
ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და წყალ­ქვე­შა ნა­ვის ბორტზე?
წყალ­ქვე­შა ნა­ვის, სა­ხე­ლად „ტი­ტა­ნის“ ბორტზე ხუთი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად, ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­მის ვი­ნა­ო­ბა არის ცნო­ბი­ლი. ესენი არი­ან ბრი­ტა­ნე­ლი მი­ლი­არ­დე­რი, ბიზ­ნეს­მე­ნი და მკვლე­ვა­რი, 59 წლის ჰა­მიშ ჰარ­დინ­გი, ასე­ვე პა­კის­ტა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი შაჰზა­და და­უ­დი ვაჟ­თან, სე­ლე­ი­მან და­უდ­თან ერ­თად.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჰა­მიშ ჰარ­დინ­გმა ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში ისა­უბ­რა მო­მა­ვალ ექ­სპე­დი­ცი­ა­ზე, რო­მელ­ში ჩარ­თვა­საც გეგ­მავ­და. მა­შინ ის ამ­ბობ­და, რომ ექ­სპე­დი­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში „რამ­დე­ნი­მე ლე­გენ­და­რუ­ლი მკვლე­ვა­რი იქ­ნე­ბო­და, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თმა 1980-იანი წლე­ბის შემ­დეგ 30-ზე მეტ­ჯერ ჩაყ­ვინ­თა ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში, რათა „ტი­ტა­ნი­კის“ ჩა­ძირ­ვის სა­ი­დუმ­ლო ამო­ეხ­სნა“.
ჰარ­დინ­გი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია Action Aviation-ის თავ­მჯდო­მა­რეა. ეს კომ­პა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ა­ვი­ა­ციო ინ­დუსტრი­ა­ში გა­ყიდ­ვე­ბით და ახორ­ცი­ე­ლებს სა­ვაჭ­რო ოპე­რა­ცი­ებს დუ­ბა­ი­ში, არა­ბეთ­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში.
რაც შე­ე­ხე­ბა შაჰზა­და და­ვუდ­სა და მის ვაჟს, სუ­ლე­ი­მანს – შაჰზა­და და­ვუ­დი კა­ლი­ფორ­ნი­ის SETI-ს ინ­სტი­ტუ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და Dawood Hercules Corporation-ის ვიცე-თავ­მჯდო­მა­რეა. მამა-შვი­ლის ოჯახ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ კონ­ტაქ­ტი და­კარ­გეს და მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მა არ აქვთ.
შაჰ­სა­და და­უ­დი
ასე­ვე ფიქ­რო­ბენ, რომ ბორტზე იმ­ყო­ფე­ბა ფრან­გი მკვლე­ვა­რი პოლ-ჰენ­რი ნარ­გე­ო­ლეც.
რა ვი­ცით ექ­სპე­დი­ცი­ა­სა და მის მი­ზან­ზე?
OceanGate-ის ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რო­ბა ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის 250,000 დო­ლა­რი ღირს. ექ­სპე­დი­ცია რვა­დღი­ა­ნია და მი­ზა­ნია ჩა­ძი­რუ­ლი გე­მის, „ტი­ტა­ნი­კის“ ნამ­სხვრე­ვე­ბის ნახ­ვა, რო­მე­ლიც ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში 3 800 მეტ­რის სიღ­რმე­ზეა.
OceanGate-ის თა­ნახ­მად, ყვე­ლა ექ­სპე­დი­ცია სა­მეც­ნი­ე­რო მიზ­ნე­ბით იმარ­თე­ბა. კომ­პა­ნი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით პირ­ვე­ლად მსგავ­სი ექ­სპე­დი­ცია 2021 წელს შედ­გა.
რა ვი­ცით “ტი­ტა­ნის” შე­სა­ხებ?
„ტი­ტა­ნი“ არის წყალ­ქვე­შა ნავი, რო­მე­ლიც 5 ადა­მი­ანს იტევს. ის შექ­მნი­ლია 4000 მეტ­რის სიღ­რმე­ზე ჩა­საშ­ვე­ბად. გარ­და „ტი­ტა­ნი­კის“ ნან­გრე­ვებ­ში მყვინ­თა­ვე­ბის ჩაყ­ვა­ნი­სა, ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კვლე­ვის­თვის და მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბის­თვის, ასე­ვე შე­უძ­ლია ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბა. აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რო­მე­ლიც ზღვის წყლის შეს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს.
OceanGate-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ტი­ტა­ნი“ აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი გა­ნა­თე­ბის და სა­ნა­ვი­გა­ციო სის­ტე­მე­ბით. მა­თი­ვე ცნო­ბით, წყალ­ქვე­შა ნავს აქვს გარე კორ­პუ­სის რე­ა­ლურ დრო­ში მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა.
სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მსგავსი სტატიები

  • 64
    ბერძენი გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, როგორ აღმოჩნდა მატარებლები ერთდროულად ერთსა და იმავე ლიანდაგზე - ავარიის მსხვერპლი იზრდება, დაკავებულია ერთი ადამიანისა­ბერ­ძნეთ­ში მომ­ხდა­რი მას­შტა­ბუ­რი ავა­რი­ი­სას და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 40 - მდე გა­ი­ზარ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი, რო­მელ­საც ბრა­ლად გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა ედე­ბა. ამის შესახებ ambebi.ge წერს. 59 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბა­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ახლა ცდი­ლო­ბენ და­ად­გი­ნონ, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ორი მა­ტა­რე­ბე­ლი ერ­თდრო­უ­ლად ერ­თსა და იმა­ვე ლი­ან­დაგ­ზე.…
  • 63
    ბოლო ცნობები ინდოეთიდან, სადაც ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩანგრევას 141-მდე ადამიანი ემსხვერპლა - დაკავებულია 9 ადამიანიინ­დო­ეთ­ში, გუ­ჯა­რა­თის შტატ­ში ხი­დის ჩა­მონ­გრე­ვის საქ­მე­ზე 9 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია "ორე­ვას­თან" - ინ­დო­ე­თის ერთ-ერთ მთა­ვარ ბრენ­დულ კერ­ძო კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც ქა­ლაქ მორ­ბის 230-მეტ­რი­ა­ნი ხი­დის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. შტა­ტის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის აშოკ კუ­მარ ია­და­ვის თქმით, და­კა­ვე­ბულ­თა შო­რი­საა კომ­პა­ნი­ის ორი მე­ნე­ჯე­რი…
  • 62
    6 ადამიანი, რომელთაც ვერ უკავშირდებოდნენ, უკვე კავშირზე არიან - შსს-ს ორმა ვერტმფრენმა ევაკუაციის პროცესი განაახლასტი­ქი­ის ზო­ნი­დან ორი ვერ­ტმფრე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის პრო­ცე­სი ადრე დილით გა­ნახ­ლდა. ვერ­ტმფრე­ნე­ბი სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ცოტა ხნის წინ გაფ­რინ­დნენ. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სტი­ქი­ის ზო­ნა­ში რჩე­ბოდ­ნენ და მუ­შა­ობდ­ბენ მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში 6 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თაც ვერ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ, უკვე კავ­შირ­ზე არი­ან. ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძის თქმით, სტი­ქი­ის ად­გი­ლას…
  • 61
    გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარედ დაკარგული პირი გარდაცვლილი იპოვესყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, გერ­გე­თის მყინ­ვარწვე­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სამ­თო ექ­სპე­დი­ცი­ის დროს და­კარ­გუ­ლი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მაშ­ვე­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვეტ რე­ჟიმ­ში ეძებ­დნენ, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის მაშ­ველ­თა ჯგუფ­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლი იყო სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი. რო­გორც  ცნო­ბი­ლი გახ­და, გარ­დაც­ვლი­ლი IDFI-ის…
  • 60
    დაკავებულია ათობით ისრაელელი არაბი, მათ შორის ცნობილი მომღერალი ქალი - დაკავების მიზეზი ძირითადად სოცქსელებში გამოქვეყნებული პოსტებიაის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ბუ­ლი წარ­მო­შო­ბის რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა, მი­ზე­ზი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში „ჰა­მა­სის“ მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ტი­ვო­ბა გახ­და. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი და­ლალ აბუ ამნა, რო­მე­ლიც ნა­ზა­რეთ­ში ცხოვ­რობს. ორ­დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ ქალი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მომ­ღერ­ლის ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი "დესტრუქ­ცი­ულ ქცე­ვა­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მის­მა პოს­ტებ­მა შე­საძ­ლოა მომ­ღერ­ლის გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში…