განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.
როგორც მან თბილისის 175-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ცენტრი სრულად არის მოწესრიგებული იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა თავიანთი ცოდნა მშვიდ გარემოში გამოავლინონ.
„ქვეყნის მასშტაბით გვაქვს 24 საგამოცდო ცენტრი. წელს დავამატეთ ქალაქ ამბროლაურში, ვინაიდან გვინდა, რომ ყველა ადგილზე ხელმისაწვდომი იყოს სერვისი. პირველი დღეა, ამიტომ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი უსაფრთხო გარემოში ჩაივლის. ყველა ცენტრი არის სრულად მოწესრიგებული, ჩვენმა გუნდმა ამისთვის ძალიან ბევრი იმუშავა, ყველა დავტესტეთ. არის როგორც ტექნოლოგიურად, პროგრამულად გამართული კომპიუტერები, ასევე გაგრილების სისტემა. საჭიროების შემთხვევაში გვყავს ექიმები. ყველა მხრივ შექმნილია ისეთი გარემო, რომ აბიტურიენტებმა, მშვიდად და წყნარად თავიანთი ცოდნა გამოავლინონ“, _ განაცხადა ამილახვარმა.
ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
მსგავსი სტატიები
- 51ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 46დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 40"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 37ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 37ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…