გუშინ, ქ. ოზურგეთის სახელმწიფო-დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაიხურა ნოდარ დუმბაძის მე-4 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კოლექტივები, ინდივიდუალური შემსრულებლები. ფესტივალის საზეიმო დახურვას დაესწრო საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი.
გუშინვე ფესტივალის და მისი ორგანიზატორის ვასილ ჩიგოგიძის შესახებ სოციალურ ქსელში საინტერესო შეფასება გააკეთა ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარ მაყურებელთა თეარის სამხატვრო ხელმძრვანელმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა:
„ეს ღიმილიანი კაცი, საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრეზიდენტია, ამასთანავე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეგიონული თეატრის ხელმძღვანელი. დღეს გასრულდა რიგით მეოთხე თეატრალური ფესტივალი ქალაქ ოზურგეთში და ამ საოცარმა კაცმა, საოცარი ხიბლით, ცეცხლით, გურული ტემპერამენტითა და უკიდეგანო კაცთმოყვარული თვისებებით მოახერხა და გააერთიანა 8 ქვეყნის თეატრალური დასები, მოახერხა და ნამდვილი ვარსკვლავთცვენა მოუწყო ოზურგეთელ მაყურებელს. მოახერხა და ამ ფესტივალზე მოხვედრის სურვილით ორჯერ მეტი სპექტაკლი დაადგმევინა უცხო ქვეყნების თეატრებს ქართული მწერლობის საგანძურიდან, შემდეგ შეარჩია და საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს გაუხსნა გზა ქართველი მაყურებლისკენ. ნინია სადღობელაშვილის ჟიურის თავმჯდომარედ დანიშვნით ქართველ მწერალთა განსაკუთრებულ მნიშვნელოვნებას ქართული თეატრისთვის ხაზი გაუსვა, უნიჭიერესი, თვითმყოფადი თეატრმცოდნის, უფრო თეატრალური ესეისტიკის ჩინებული კალმოსნის მარინა ბუზუკაშვილის ჟიურის წევრად არჩევით, აქტიურ თეატრმცოდნეობას დაუბრუნა იგი. მოახერხა და გურიის მხარეში მცხოვრები ან მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები თეატრალური საქმისთვის გააერთიანა. კიდევ ის მოახერხა რომ 72-ე წელში გადასულმა კაცმა ყმაწვილური შემართებითა და პირადი გულისხმიერების მაგალითით, ურთიერთსიყვარულსა და პატივისცემაში ამყოფა ფესტივალზე წარმოდგენილი ქართული თეატრის არც თუ მცირე შემადგენლობა! მოიცალა ყველასთვის და ყველაფრისთვის, პირადად იყო ჩართული უმცირეს ნიუანსშიც კი, რაც სტუმარს, მის პატივისცემას, ყურადღებას ეხებოდა. შემოიკრიბა საოცარი სტაფი ზაზა, ბონდო, ნათია, ეკა, მადონა, ლაშა, შოთიკო, ირაკლი, შორენა, თეა… (თუ ვინმე გამომრჩით სულგრძელად მაპატიეთ) და ამ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანებით 4 სხვადასხვა სცენაზე, 2 ქალაქში, 27 სპექტაკლი ჩაატარა 11 დღეში, 700-მდე სტუმარი მიიღო და გააცილა. ყველას მხოლოდ სიყვარული აჩუქა და თან იმედიც ჩაუსახა, რომ ამ ულამაზეს მხარეში ოდესმე კიდევ შეძლებენ ჩამოსვლას. დიდი ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავსაყოფად იმდენი გააკეთა, რომ ქალბატონმა ქეთი დუმბაძემ ისიც იხუმრა – მგონი ნოდარის შვილი ეს უფროაო.
მოკლედ დასრულდა საოცარი 11 დღიანი მარათონი ოზურგეთში და ყველას, ვინც ამ ქალაქიდან საკუთარ სახლებს უბრუნდება თავისი წილი ვასიკო ჩიგოგიძე გააყოლა გულში!!!
დიდი მადლობა ძვირფასო ადამიანო და ჩემო უფროსო მეგობარო!“
მსგავსი სტატიები
- 90დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 891964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
- 88საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
- 86ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ქალის მისია: მტკიცე ხასიათი ძალადობასთან შეუგუებლობის და ბოლო კითხვა, მაყურებლის ამოსახსნელი. ავანსცენა, სიჩუმე. ქალთა გუნდის მცდელობა სისხლიანი ნაკვალევის წაშლისა. ეს დასაწყისია. ხმა წარსულისკენ, ბედის ბორბალიც წარსულიდან. რეჟისორის ასისტენტი ეკატერინე ანთია; კოსტიუმების მხატვარი გია გვიჩია; სპექტაკლის წამყვანი ბონდო ჩხარტიშვილი; მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია; ლოტბარები მამია…
- 86ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 37 წელი ოზურგეთს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის გახსნიდან. მას შემდეგ, ამ ცენტრში გამართული, არაერთი საინტერესო ღონისძიების თანამონაწილე, ან, უბრალოდ მხილველი გამხდარა ოზურგეთელი საზოგადოება, მათ შორის, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მხატვართა პერსონალური, თუ ჯგუფური გამოფენების სახით. 19 ოქტომბერი, პერსონალური გამოფენა. საგამოფეო დარბაზში, ოზურგეთელი მხატვრის, ვალერი…