ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. 5-დან 15 ივლისის ჩათვლით მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ, მცირე და ექსპერიმენტულ სცენაზე როგორც ქართული, ასევე, უცხოური თეატრალური დასების მონაწილეობით 26 სპექტაკლი ეხილა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიის მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დასრულდა ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც წელს საიუბილეო თარიღებს დაემთხვა. თეატრს შეუსრულდა 155 წელი, ხოლო ყველასათვის საყვარელ მწერალს ნოდარ დუმბაძეს შეუსრულდებოდა 95 წელი. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ფესტივალის ყველა ორგანიზატორს, სპონსორს და მხარდამჭერს. ასევე, ოზურგეთის დრამატული თეატრის დასს და მთელ შემადგენლობას ვისი ძალისხმევითაც და დაუღალავი შრომის შედეგად, გურიის რეგიონს ჰქონდა შესაძლებლობა ემასპინძლა ასეთი მაღალი დონის ფესტივალისთვის“,_ აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მსგავსი სტატიები

  • 76
    ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდაოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლით - “რესპუბლიკა გურია” დაიხურა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფესტივალის განმავლობაში მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა დიდ, მცირე და…
  • 69
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 64
    ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის  ყაზახურ-ქართული სპექტაკლებინოდარ დუმბაძის სახელობის   მეოთხე საერთაშორისო  თეატრალური ფესტივალისმეხუთე დღეს ვიხილეთ, როგორც ქართული დრამატურგიის,ისე პროზის ინტერპრეტაციები .პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის,რომ კუდუს კუჟმაიაროვის სახელობის იუგურული მუსიკალური კომედიის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოგვიდგინა  „ომობანა“ (რეჟისორი - გაუხარ ადაი ),ხოლლო შემდეგ ვიხილეთ  საბიტ მუკანოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო მუსიკალური დრამატული თეატრის  „კუკარაჩა“ (რეჟისორი -ბარზუ აბდურაზაკოვი) და…
  • 64
    ოზურგეთის თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნასაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. მაყურებელმა თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმული საავტორო სპექტაკლი „ცის-კარი“, ხოლო დიდ სცენაზე რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლი ,,ვანო და ნიკო“ იხილა. ფესტივალის გახსნასკულტურის მინისტრი თეა…
  • 63
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…