ავტორი ნინო ნიკოლიაშვილი
მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების „შერცხვენილები“-ს მიხედვით შექმნილი ორ მოქმედებიანი სპექტაკლი – „სოფელსა შინა“ , ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, ფესტივალზე 6 ივლისს წარმოადგინა.
რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მხატვარი გოგლა გოგიბერიძე; კომპოზიტორი – ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი; ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე; რეჟისორის თანაშემწე ზვიად მურვანიძე; თეატრის 25 მსახიობმა, შესძლო თავიანთი როლის კარგად წარმოჩენა.
ჯავახიშვილისეული სტილი, მძიმე დიალოგები და რეალობის შეუფერადებელი გადმოცემა შენარჩუნებულია სპექტაკლში.
დასაწყისი, იდეისთვის ბრძოლა, „გაუმარჯოს ერთობას“, თუმცა ვისთვის იდეისთვის , ვისთვის პირადი ამბიციის, ან თუნდაც საჭიროებისთვის…. იმთავითვე არ ეწერა ფრთაშესხმა უკვე სამარეგათხრილ იდეას, რაზედაც თავიდანვე, ჩუმად მეტყველებენ სასცენო დეკორაციები.. ქაოტური გარემო, საფლავის ლოდებთან მიდგმული აკვანი. ქარისგან დროდადრო მოჭრიალე კარი -მთხრობელი დაცარიელებულ ოჯახთა ვარამისა. სამარის მთხრელი მთავარი პერსონაჟი. ჭრელი სოციუმი. ყველა თავისი საქმით დაკავებული. აქ იბრძვიან თავის გადასარჩენად, ყოფითი პრობლემებისთვის, ძალაუფლებისთვის, არ იციან განსხვავებული აზრის მოსმენა. თუმცა იქვე, ერთგულებაც შეუძლიათ. მოძალადისადმი მორჩილების სიმბოლოდ, შემოქმედებითმა კოლექტივმა თეთრი ბაირაღები შეარჩია. მატარებლით შემოსულ ჯარსაც სუფრა დაახვედრეს პატიებისთვის. თუმცა ამაოდ.
ჯავახიშვილის ერთი ფრაზიდან, – თუ საჭირო გახდა, ბელადი თუნდაც ხის ფუღუროდან გამოვა. მაგრამ რა ელოდება ბელადს. ეს კითხვა არც დასმულა, იმთავითვე იყო ცხადი., რადგან მშრალი, გრძნობადაცლილი ყვირილი – „გაუმარჯოს ერთობას“, გულს ვერ ჩაწვდა გრძნობის გარეშე. „ყვირილი ადვილია, საქმის კეთებაა ძნელი“.
იდეისთვის მეგრძოლი შალვა – მამუკა მანჯგალაძის პერსონაჟი არის ერთობის ხელმძღვანელი. რომელიც მშობელთა და საყვარელი ქალის არაერთი თხოვნისა თუ მოთხოვნის მიუხედავად, არ თმობს თავის საქმეს. საქმეს, რომელსაც ასრულება არ ეწერა. ოჯახს მისი არ ესმოდა და მას ოჯახისა, ამიტომაც სთავაზობს მათ გამოსავალს – „დამთმეთ“. აქ კი დათმობა, სულ სხვა წარმოსახვითაა დასანახი. .
„-ამათ ბევრი არაფერი მოეთხოვებათ, მაგრამ შენ… შენ გჯერა, რომ ეს ხალხი არ გიღალატებს? – თანასოფლელის კითხვაზე პერსონაჟი პასუხობს, რომ სჯერა მათი, თუმცა მისი ჩაფიქრებული სახე მაინც სხვას მეტყველებს. კარგად ჩანს, არც ის სოციუმი იყო მზად, ებრძოლა იდეისთვის და არც თავად ხელმძღვანელი იყო მათი მოიმედე ბოლომდე.
იქვე გვთავაზობენ ფორმულასაც, რითაც თავს იმართლებენ პერსონაჟები „ მეტი გზა არ არის, ძალას უნდა დაეთმოს გზა“…
სპექტაკლში კარგადაა წარმოჩენილი, უცხო ძალა, როგორ შემოდის ხმაურით სოფელში, როგორ გადაწვდა მოაოხრა იგი. შიში დაითესა და შიშდათესილ სოფელსაც ადვილად დაეპატრონა. .სოფლისავე მოთხოვნით, მორჩილად მიდის მისი ოჯახის გამანადგურებელ მოძალადეებთან ერთობის ხელმძღვანელი. იცის იქვე დამთავრდება სიცოცხლეც.
მერე რაა, რომ იდეაც დაიტირა სოფელმა და იდეისთვის შეწირულებიც.
დარჩა ყველაზე მთავარი : სპექტაკლშივე დასმული კითხვა, იოანეს სახარებიდან, პასუხგაუცემელიც და პასუხგაუცემელიც, „სოფელსა შინა იყო და… სოფელმან ვერ იცნო იგი“… კაცთა მოდგმის სულიერებასა და ქვეყნის ბედზე დამაფიქრებელი.
გაზეთი „ალიონი“, #16, 2023 წ.
მსგავსი სტატიები
- 83საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 83"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 79ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 76დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 7428 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…