ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი

5 ივლისს, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის, რიგით მეოთხე თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. 15 ივლისის ჩათვლით, ოზურგეთის თეატრის სხვადასხვა სცენა და ჩოხარაურის თეატრი 26 სპექტაკლს უმასპინძლებს ჩვენი ქვეყნის, თუ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან.  საპატიო სტუმრები სტუმრობენ ოზურგეთს. ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო , უკვე ტრადიციად ქცეულ, ამ ლამაზი ღონისძიების ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი.  ფონდ  „ქართუს“ დაფინანსებით რესტავრირებული და განახლებული თეატრი, ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს ფესტივალის მაღალ დონეზე ჩასატარებლად.და აქვე, ვერ გავექცევით ოზურგეთის თეატრის მესვეურთა ასევე უდიდეს შრომას, და აი… , ოზურგეთის თეატრს ასეთი საპატიო ვალდებულება ერგო. იგი ორ საიუბილეო თარიღს  –  ნოდარ დუმბაძის 95 , ოზურგეთის თეატრის 155 წლის იუბილეს  დაემთხვა და ქართული (და არა მარტო ქართული) მწერლობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ფესტივალი გახსნა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, საქართველოს სახალხო არტისტმა, არაერთი რეგალიის მფლობელმა ვასილ ჩიგოგიძემ. მოკლედ, მაგრამ  ჩვეული სიტყვაქარგულობით, ჩამოატარა დარბაზში  ხიბლი  ხელოვნებისა და  თავად, ნოდარ დუმბაძისეული  ხელოვნების ხიბლი.

მწერალი, პოეტი, თეატრმცოდნე _ ჟიურის წარმომადგენლებია. 7 წევრი, ამ 10 დღისგანმავლობაში, შეაფასებს სპექტაკლებს  სხვადასხვა ნომინაციით. ჟიურის თავმჯდომარე ნინია სადღობელაშვილი, გახლავთ.

სიმბოლურია, როცა ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალი, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის  მიერ დადგმული, ბაბუას მოსახელე შვილიშვილის,  ნოდარ მაჭარაშვილის  ისტორიული რომანის „ავი მუსაიფი“-ს“ მიხედვით შექმნილი, ამავე სახელწოდების სპექტაკლის პრემიერით დაიწყო. საფძველი – წარწერა ხმალზე „-მე ვარ ავი მუსაიფი, კახთ ბატონის ირაკლისა.“

ინსენირების ავტორი და რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი;   მხატვარი – ბარბარა ასლამაზიშვილი; კომპოზიტორი – დავით თავაძე; ქორეოგრაფი – გია მარღანია; სასცენო ბრძოლა და ქართული ცეკვის შესახებ კონსულტაცია – მურო გაგოშიძე; მუსიკალური გამფორმებელი – ზურაბ გაგლოშვილი. სასცენო ბრძოლა – პაატა მხეიძე.

მსახიობები: ნიკოლოზ ფაიქრიძე, ერეკლე მეფის ახალგაზრდობისა და მისი შვილების ვახტანგისა და ლეონის  როლით არის წარმოდგენილი, ხოლო დავით ხახიძე,   ხანდაზმულ მეფეებს, ერეკლეს მამას- თეიმურაზ მეორესა და თავად  ერეკლეს ასახიერებს.

სცენის დეკორაცია:  ციხის ქონგურების ფრაგმენტები ისტორიულ ექსკურსს წარმოადგენს, ხოლო მოქმედ პირთა სამოსი, თანამედროვეობასთან კავშირს.  უფრო სწორად, კვალდაკვალ  მდევია ადამიანთა.

სპექტაკლიის ერთობლიობას ქმნის როგორც ისტორიული, ასევე მხატვრული პერსონაჟები.

მე-18 საუკუნის უმძიმესი, პერიოდი. ერეკლე  II-ის მეფობის ხანა.

მთხრობელი შემოჰყავს რეჟისორს სცენაზე,  „-სვეტიცხოველში დავდიოდი საფლავებს შორის და სხვადასხვა საქართველოს ვხედავდი…ზოგი კეთილი იყო, ზოგი ბოროტი.“ , რადგან სიკეთისა და ბოროტის შერკინებაა ეს ცხოვრებაც თავად, სპექტაკლის შემოქმედებითმა გუნდმა, თანამედროვეობა შეასახლა ისტორიულ  ფრაგმენტებში  და თავად ისტორია შემოიყვანა დღევანდელობაში,

ერეკლეს გულისძგერა  ისმოდა სცენაზე და თუმცა დიდ ხანს და მონოტონურად, მაგრამ მაინც მიჰყვებოდა სპექტაკლს ბოლომდე.

„-აბუჩად აგდებული ერი შველას ითხოვდა, თუმცა, როგორც ყოველთვის, არავის ეცალა ჩვენთვის“… და მაინც ევროპისკენ მიმართა თავისი ხომალდის საჭე ერეკლემ, ისევე, როგორც არაერთმა მისმა წინაპარმა.

ამ ხნის განმავლოვაში, არ დაუსვენია ერეკლეს  მახვილს, მტერთან ავად მომუსაიფეს. შესძლო კახეთის გადარჩენა, ქართლ-კახეთის გაერთიანება.

საინტერესოა თამარ დედოფლის საუბარი  შვილთან, – .„მე და თეიმურაზს ერთად გვძულდა  და ერთად  გვიყვარდა  ჩვენი ქვეყანა. თუ არ გვძულს, ვერ შეიყვარებ… გვძულდა ცრუ პატრიოტიზმი, ღალატი… გვიყვარს ჩვენი რწმენა, მომავალი...“ იქვეა კარგად დასანახი,  ასე იყო და ასეა დღესაც, რადგან კვლავ გავიმეორებთ, ეს ყველაფერი ხომ კაცთა მოდგმის კვალდაკვალ მდევია, მოგვწონს თუ არა . ასევე საინტერესოა, სარწმუნოებისადმი მოკრძალებული დამოკიდებულება მწერლისა და რეჟისორისა.

შემოქმედებითმა  ჯგუფმა, რომელიც  კარგად გამოხატავს სპექტაკლში სიყვარულსა და პატივისცემას დიდი მეფისადმი,  არა  გაიდეალებული  მეფის მზა სახე მიაწოდეს მაყურებელს, არამედ  მისი ადამიანური ბრძოლები,  სუსტი და ძლიერი მხარეებით. რადგან, „მეფეებიც ხომ ადამიანები არიან“,  თუმცა ადამიანად  ყოფნა, იმთავითვე  არ დაეწესა პატარა კახს, რადგან„სამშობლოს გაწირვის უფლება არ ჰქონდა მას, როგორც ბაგრატიონს  და მეფეს… სხვაგვარად დაიკარგებოდა საქართველო“.  6 ათეულ წელზე მეტი მიითვალა ერეკლესეულმა სამეფო ტახტმა და უკვე მხცოვანმა მეფემ, არაერთი ღალატისა და უბედურების გადამტანმა, როცა, მართლა ვეღარ ხედავდა საშველს ვერსაით, სევდიანი მზერა მიაპყრო ჩრდილოეთს.

ისევ საფიქრალი ბედი ქართლისა, რადგან, ძლიერი ქვეყნებით გარემოცულ, მათგანვე სათავისოდ გაზომილ-აწონილ საქართველოს, ხშირად  უწევდა და სამწუხაროდ, დღესაც უწევს, ისე მართოს თავისი ხომალდის საჭე, ქვეყანა რომ  არ ჩამოიქცეს, არ გადაიჩეხოს, და საამქვეყნოდ  დააბრუნოს .

გაზეთი „ალიონი“, #16,2023 წ.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 100
    ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთი ევროპული ქალაქი იქნება და ულამაზესი მთავარი მოედანი ექნებაქალაქ ოზურგეთის განახლების მიზნით ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - ამ საკითხთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერმა მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.   „თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის განხორციელებას და განახლებულ ინფორმაციასაც წარმოგიდგენთ უკვე დაანონსებულ პროექტებზე, რომელიც ჩვენი ქალაქის ურბანულ განახლებასა და კეთილმოწყობას ეხება.  ჩვენი ქალაქის განახლების მიზნით, ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია…
  • 100
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 100
    მორიგი პერფორმანსი ახალი ინტერპრეტაციითდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა, ფუთიდან სათამაშო ტანკები და სხვა სამხედრო ატრიბუტიკა   ამოიღო და ნაციონალ დეპუტატებს მიართვა. _ ეს მელია -კუდაგრძელიას, ეს შენ. თქვენ მხოლოდ ერთმანეთში  ომი გეხერხებათ და ითამაშეთო _ მიმართა მჟავანაძეს ხომერიკმა.  _აჯობებს…
  • 100
    ბალადა ქართველი დედისა1989 წლის 9 აპრილის ცნობილი ტრაგედიის შემდეგ, ოზურგეთში შეიქმნა ნინო თოიძის საქველმოქმედო საზოგადოება, რომელმაც 1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით დაიწყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო-ლიტერატურული ბიულეტენის „ლეხოურის“ გამოცემა. ამ გამოცემის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ გიზო ჭელიძის ოჯახს (ბატონი გიზო ლიხაურელი გახლდათ, ამ გამოცემის მთავარი რედაქტორი). გიზო…