14 ივლისი- ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე:

14 ივლისს ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ბოლო საკონკურსო სპექტაკლი ვიხილეთ. არ არის გასაკვირი, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს, დიდი მწერლის, ნოდარ დუმბაძის იუბილეს მიეძღვნა მთელი დღე და სწორედ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „Hellados” (რეჟისორი კახა გოგიძე) წარმოადგინა კაშკადარინის მუსიკალურ-დრამატულმა თეატრმა.შემდგომ გადავინაცვლეთ მწერლის სოფელში, ხიდისთავში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში, სადაც გაიმართა წიგნი-ალბომის „ნოდარ დუმბაძე ქართული თეატრის სცენაზე“ (დიმიტრი ხვთისიაშვილი)  და საიუბილეო კრებულის „ნოდარ დუმბაძე- წერილები, რეცენზიები, პუბლიკაციები“(ქეთევან დუმბაძე და გიორგი კაკაბაძე).
საღამოს კი კვლავ დავბრუნდით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სასახლეში, სადაც გაიმართა ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლი „ინტერვიუ სარკეში“.

Hellados”

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ რეჟისორმა კახა გოგიძემ იმუშავა უზბეკ მსახიობებთან და შემოქმედებით ჯგუფთან ერთადდა სასიხარულოა, რომ, აღნიშნულ მოცემულობაში, სპექტაკლში შენარჩუნებული აქვს ქართული სულისკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა ძირითადად მათ ენაზე თამაშდება, მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ან საკვანძო ფრაზები ქართულად ჟღერდება: „ჩემი სამშობლო საქართველოა, ჩემი სამშობლო სოხუმია“, „სოხუმი საქართველოა“. გარდა იმისა, რომ სპექტაკლი მოგვითხრობს სამშობლოს სიყვარულსა და ერთგულებაზე, ადამიანებისა და მეგობრების ღირებულებებსა და ფასეულობებზე და ურთიერთობების მნიშვნელობაზე, სასიხარულოა, რომ რეჟისორმა წინა პლანზე წამოწია სოხუმის თემა, ისე, რომ არ დაიკარგა სხვა ასევე მნიშვნელოვან გაჟღერებულ თემებში. ფაქტია, სპექტაკლი, განსაკუთრებით მეორე ნაწილი, არ იძლევა მოდუნების საშუალებას, რადგან ექსპრესიულად განვითარებული მოვლენები მოქმედებს მაყურებლის ემოციებსა და განცდებზე და თითოეულში აღვიძებს სენტიმენტებსა და იმ დანაკლისს, რასაც სოხუმის მონატრება ჰქვია. ასევე მნიშვნელოვანია, არ გამოგვრჩეს სპექტაკლის მინიმალისტური, მაგრამ ამავდროულად შთამბეჭდავი სცენოგრაფია. მხატვარმა ნ.ჰამიდოვიმ ერთი მოწყობილობა მრავალფუნქციურად დატვირთა, რომელიც სპექტაკლის კულმინაციურ მომენტში გემად ტრანსფორმირდება, შემდგომ იანგულის იმწყვდევს ისე, რომ ოთხი კედლის ასოციაცია იქმნება. მაყურებლისთვის უცხო, შთამბეჭდავი და მოულოდნელია სცენაზე მდგარი დიდი რეკვიზიტის ამგვარი ფუნქციონირება და ყოველივეს მსახიობები მაქსიმალურად ითვისებენ.
შეუძლებელია „ჰელადოსის“ ფინალმა არ იმოქმედოს მაყურებელზე, იმდენად ღრმა ემოციური დატვირთვა აქვს. აღნიშნულ სპექტაკლში რეჟისორის გადაწყვეტა ოდნავ განსხვავებულია, რადგან მის ინტერპრეტაციაში, გვაჩვენებს იმას თუ როგორ გრძელდება შემდგომი მოვლენები, ამგვარი მიზანსცენით რეჟისორი გვეუბნება, რომ ომი გრძელდება და ბოლოს სადღაც მაინც შევხვდებით. ყოველივე ეს, ნამდვილად ემოციურია, თუმცა ამავდროულად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სპექტაკლს რამდენიმე ფინალი აქვს.

„ინტერვიუ სარკეში“

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო თეატრის ფარგლებში დადგმული „ინტერვიუ სარკეში“ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლია, რომელიც ფესტივალზე სტუმრის სტატუსით გაიმართა და ნოდარ დუმბაძის 95 წლის იუბილეს მიეძღვნა.
სპექტაკლი მოგვითხრობს ნოდარ დუმბაძის ცხოვრების შესახებ, რომელიც თავად მწერალმა ასახა თავისივე მოთხრობებში. ფაქტობრივად, ჩვენ ვუყურებთ ფრაგმენტებს დუმბაძის გმირებისა, რომლებთანაც თვალსაჩინო კავშირები აქვს და ამ შემთხვევაში, პერსონაჟები საუბრობენ თავად ავტორზე და არა პირიქით.
საინტერესოა თუ რას ნიშნავს „ინტერვიუ სარკეში“? ეს ერთდროულადაა პირდაპირი და ირიბი ენა, რომლის მიხედვითაც სარკე საკუთარი თავის გაცნობისა და პოვნის სიმბოლოა, სადაც საკუთარ თავს უყურებ ნამდვილს (თვალსაჩინოა, რომ ელენე მაცხონაშვილი არაერთ სპექტაკლში იყენებს სარკეს, თავისი სიმბოლური დატვირთვით, როგორც ქმედით რეკვიზიტს, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლსაც ასრულებს).
მთავარ როლს, ნოდარ დუმბაძეს თამაშობს მსახიობი ვასო ბუბუტეიშვილი, რომელიც მწერლის გულუბრყვილო, უბრალო და უშუალო ხასიათს გვაჩვენებს და ემოციურად ტვირთავს ატმოსფეროს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლის სცენოგრაფია სწორედ ელენე მაცხონაშვილს ეკუთვნის, რომელმაც კოსტიუმებისა თუ ზოგადად სცენის მხატვრობით შექმნა საკმაოდ სევდიანი ერთიანობა, რომელიც გამოიხატება სპექტაკლში ერთი ფერის დომინირებით. ასევე, ყურადღებას იქცევს ნიჩბები, რომლის მეშვეობითაც მსახიობები სხვადასხვა სცენას განასახიერებენ: სახლის, მატარებლის, ხელისშემშლელი ღობის და ა.შ

სასიამოვნოა, რომ ნოდარ დუმბაძის მხარეს, ჩოხატაურში შემოქმედებითი ენით იხსენებენ და აცოცხლებენ დიდ მწერალს.

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე

მსგავსი სტატიები

  • 80
    ფესტივალი ნოდარ მაჭარაშვილის „ავი მუსაიფით“ გაიხსნათეატრმცოდნე-ბლოგერი ანა (ალექსანდრა) სულამანიძე 2023 წლის 5 ივლისს ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობს. საგულისხმოა, რომ ფესტივალმა წინა სეზონებით მოახერხა და დღეს მომლოდინე მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავს, ყოველივე ამას კი განაპირობებს აღნიშნული ფესტივალის ფორმა და შინაარსობრიობა, რადგან სწორედ ეს ემსახურება ქართული კლასიკური თუ…
  • 77
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 73
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 72
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 71
    ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალის მეშვიდე დღენოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. მეშვიდე დღე უკრაინის მუკოლა კულიშის სახელობის ხერსონის აკადემიურ მუსიკალური-დრამატული თეატრის წარმოდგენით დაიწყო, მათ როგორც მოწვეულმა სტუმრებმა, მონოსპექტაკლი „იუდა" წარადგინეს (რეჟისორი-სერგეი პავლუკ). დღე მოძრაობის თეატრით გაგრძელდა და ვიხილეთ სპექტაკლი „ასტიგმატისტები" ( რეჟისორი-სოსო ბაკურაძე) და ბოლოს, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული პროფესიული თეატრის სპექტაკლი „არ…