თეატრმცოდნე-ბლოგერი ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
2023 წლის 5 ივლისს ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობს. საგულისხმოა, რომ ფესტივალმა წინა სეზონებით მოახერხა და დღეს მომლოდინე მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავს, ყოველივე ამას კი განაპირობებს აღნიშნული ფესტივალის ფორმა და შინაარსობრიობა, რადგან სწორედ ეს ემსახურება ქართული კლასიკური თუ თანამედროვე მწერლობის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყანაში ასევე მის ფარგლებს მიღმა.
ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ორ საიუბილეო თარიღს აღნიშნავს: ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის 155-ე და ნოდარ დუმბაძის 95-ე წლის იუბილეს.
ამდენად, სასიხარულოა, რომ ფესტივალი გახსნა ნოდარ დუმბაძის მოზარდმაყურებელთა თეატრმა და წარმოადგინეს ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის ნოდარ მაჭარაშვილის რომანის „ავი მუსაიფის“ მიხედვით დადგმული ამავე სახელწოდების სპექტაკლი.
სპექტაკლი „ავი მუსაიფი“ ძალიან მნიშვნელოვან მიზანსა და პასუხისმგებლობას იკისრებს. რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი მსახიობებთან ერთად გვესაუბრება საქართველოს მნიშვნელოვან და ამავდროულად ტკივილით აღსავსე წარსულზე. წარმოდგენაში ვხედავთ ერეკლე II-ის მეფობის თავგადასავალს, სადაც აშკარად იკითხება შემქმნელთა სიყვარული ერეკლე მეფის მიმართ. სპექტაკლი სავსეა იმდროინდელი ეპოქის ისტორიული პერიპეტიებით, თუმცა ფორმა, რომელიც რეჟისორმა მაყურებელთან საკომუნიკაციოდ აირჩია,ცხადად გვაჩვენებს დღევანდელობის ურთულეს პრობლემებსაც, როგორიცაა სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი, სიყვარულისა და სიძულვილის შეჯახება, რწმენის მომლოდინე იმედგაცრუება, ერთგულების ფასეულობა, ღალატი, ომი, ადამიანური ღირებულებები, პატრიოტიზმი და სარწმუნოების მნიშვნელობა.
ამბავს 25 მსახიობი აცოცხლებს: ნიკოლოზ ფაიქრიძე, დავით ხახიძე, თამარ მამულაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, გიორგი ჯიქურიძე, რატი გოგუაძე, ვახტანგ ნოზაძე, გიორგი კაჭახიძე, მარიამ ჩუხრუკიძე, ხატია მელქაძე, ეკატერინე ქუთათელაძე, გიორგი შავგულიძე, ნინო ლორთქიფანიძე, ვანო დუგლაძე, დავით როსტომაშვილი, ზურაბ ავსაჯანიშვილი, გიორგი ოქრუაშვილი, ვამეხ ჯანგიძე, რატი გოგუაძე, ზურაბ არუსია, თამარ ტყემალაძე, თამარ ცქვიტინიძე, ნინო არჩაია, კახაბერ ჭოლაძე, მერაბ შარიქაძე.
პროტაგონისტი ნიკოლოზ ფაიქრიძე, რომელიც ერეკლე მეფის „პატარა კახის“ გმირს აცოცხლებს ამავდროულად მთხრობელიც გახლავთ, ეს გადაწყვეტა კი მაყურებელთან დიალოგის უშუალობას ემსახურება. მართალია, გარკვეულწილად ქმნის საფრთხეს, რომ მაყურებელი მოწყდება სპექტაკლს, თუმცა ამით თითქოს მთავარი გმირი გვერდიდან გვაჩვენებს და ამბად გვიყვება მიმდინარე მოვლენებს.
ზოგადად, რაც უფრო ნამდვილია ამბავი, მით უფრო მეტ ფანტაზიას მოითხოვს. საერთო სურათისა თუ პერსონაჟის პორტრეტის შესაქმნელად შესაძლოა მნიშვნელოვნად გადამწყვეტი იყოს გამოგონილი ამბავი, მწერლისა თუ რეჟისორის ფანტაზიის ნაყოფი. სპექტაკლში დასამახსოვრებელია ინდოეთში მიმდინარე პროცესი, სადაც ვხედავთ ერეკლე მეფის სასიყვარულო თავგადასავალს ინდოელ ქალთან, სიტრადასთან (თამარ ცქვიტინიძე) ერთად. ვფიქრობ, რეჟისორის ამგვარი გადაწყვეტა ემსახურება მოულოდნელი სიყვარულის გამოვლინებას, რომელიც სპექტაკლის ბოლომდე თან გასდევს, საინტერესოა ფორმა, რადგან აღნიშნული მიზანსცენა არის სხეულის ენით მოთხრობილი ამბავი (ქორეოგრაფი- გიორგი მარღანია, მურო გაგოშიძე). სიუჟეტი იმდენად მორგებულია საერთო სურათს, რომ მაყურებელ მის სინამდვილეში ეჭვის შეტანა გაუჭირდება.
მინდა აღვნიშნო, რომ ვანო დუგლაძის შესრულება, რომელიც თავისი გამომსახველობითი ფორმებითა თუ სრულიად განსხვავებული თავისებური მეთოდით ასრულებს შაჰის როლს. ჩემთვის სპექტაკლში მისი პერსონაჟის გამოჩენა იყო მუხტი, რომელიც აცოცხლებს წარმოდგენას და მაყურებელს უბიძგებს ჩაერთოს სპექტაკლში. თვალსაჩინოა მისი პერსონაჟის ექსპრესიული განვითარება სპექტაკლის დასაწყისიდან დასასრულამდე.
„აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს“ – ილია ჭავჭავაძე
წარსული ხშირად აწმყოს ანარეკლია, რადგან სწორედ წარსული შობს აწმყოს, აწმყო კი მომავალს, ამრიგად, წარსულის სწორად გააზრება მნიშვნელოვნად აისახება მომავლის ყოველ ნაბიჯზე.
საბოლოო ჯამში, სასიხარულოა, რომ რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად დიდ გამოწვევას ჩაეჭიდა და ნოდარ მაჭარაშვილის რომანის პირველი გასცენურება სწორედ მას ეკუთვნის. საზოგადოების მეტად ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებძალიან მნიშვნელოვანია, ამისთვის თეატრის ენა ყველაზე საინტერესოდ და მოქმედად მიმაჩნია, თუმცა, ვფიქრობ, რომ თუ ქრონომეტრაჟი შედარებით მცირე იქნება მაყურებლისთვის მეტად გასაგები და საინტერესო გახდება, რადგან მონოტონურადწარმართული სპექტაკლი ხელს უწყობს, მაყურებელი მოწყდეს სპექტაკლს. მეტი ექსპრესიულობა, მსუბუქი და გასაგები ენა და ატმოსფერო მაყურებლისა და მსახიობებს შორის დიალოგის შექმნას მხოლოდ და მხოლოდ წაადგებოდა.

მსგავსი სტატიები

  • 80
    ფესტივალის მეათე დღე _ „Hellados”,„ინტერვიუ სარკეში“14 ივლისი- ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე: 14 ივლისს ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ბოლო საკონკურსო სპექტაკლი ვიხილეთ. არ არის გასაკვირი, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს, დიდი მწერლის, ნოდარ დუმბაძის იუბილეს მიეძღვნა მთელი დღე და სწორედ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „Hellados” (რეჟისორი კახა გოგიძე) წარმოადგინა კაშკადარინის მუსიკალურ-დრამატულმა თეატრმა.შემდგომ გადავინაცვლეთ მწერლის სოფელში,…
  • 76
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 70
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 67
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 65
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…