ერთ-ერთმა დაკავებულმა გასაბერ ბანანზე მჯდომი 4 პირი, მათ შორის 16 წლის ლუკა აბულაძე განზრახ გადაყარა წყალში…
შსს-ს – ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს – ერთ-ერთმა დაკავებულმა ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის 16 წლის ლუკა აბულაძე განზრახ გადაყარა წყალში და სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მოზარდების ზღვაში გაყვანისა და მათი მიტოვების საქმეზე, სამი პირი დააკავა.
ერთ-ერთს ბრალად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება, ორს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.
ლუკა აბულაძის ცხედარი საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის თანამშრობლებმა რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დღეს იპოვეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, 2007 წელს დაბადებული ლ.ა. – ს ცხედარი, ნაპირიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იქნა ნანახი.
ლ.ა. – ს გაუჩინარების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით, მიმდინარე წლის 5 ივლისს მიმართეს, რის შემდეგაც არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში უწყების შესაბამისი დანაყოფები ჩაერთვნენ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი: 1989 წელს დაბადებულ ზ.ს., 2004 წლს დაბადებული ნ.მ. და 2005 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს.
ზ.ს.-ს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა.
ხოლო ნ.მ. და ლ.მ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.
გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ. ს.-მ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ბათუმში, ლ.ა. და კიდევ სამი პირი მისი მართვის ქვეშ არსებულ კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა.
მოგვიანებით ზ.ს.- მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლ.ა. განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ. – სთან ერთად სვლა განაგრძო.
წყალში აღმოჩენის შემდეგ, სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო ლ.ა. – ს სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსგავსი სტატიები
- 83ინდოეთში, გუჯარათის შტატში ხიდის ჩამონგრევის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ყველა დაკავებული დაკავშირებულია "ორევასთან" - ინდოეთის ერთ-ერთ მთავარ ბრენდულ კერძო კომპანიასთან, რომელიც ქალაქ მორბის 230-მეტრიანი ხიდის მოვლა-პატრონობაზე იყო პასუხისმგებელი. შტატის პოლიციის უფროსის აშოკ კუმარ იადავის თქმით, დაკავებულთა შორისაა კომპანიის ორი მენეჯერი…
- 70შინაგან საქმეთა სამინსტროს განცხადებით, ამბროლაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი, 48 წლის მირიან ჭელიძე სტიქიის ზონაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. სამინისტრო ჭელიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული საამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო. პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა,…
- 68გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი შიო-მღვიმის მონასტრის მიმდებარედ იმყოფება და განვითარებულ კლდის მასის ჩამოშლის პროცესებს ადგილზე აფასებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველადი შეფასებით შიომღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერ ჩამოშლას. ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. ჩამოშლილი მასა…
- 67საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარე ექსპერტიზა დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას ambebi. ge ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი…
- 65გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობა დღეს, 7 მარტს, 16:42-ზე გველოდება. სავსემთვარეობაზე პლუს/მინუს 2 დღე ემოციურობა მოჭარბებულია, ადამიანები გაღიზიანებულები არიან. როგორც წესი, ამ პერიოდში ხშირდება ავარიები; ნერვიულობისა და ემოციურობის გამო ადამიანებს ექმნებათ უსიამოვნებები. მოსაფრთხილებელია გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და თუ მაღალი წნევის მატარებელი ხართ, გააკონტროლეთ. 7 მარტს არ გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას, საქმიანი შეხვედრების გამართვას.…