ბახვი ჰესის განათლების ხელშეწყობის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა. ის მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს და ფინანსური დახმარება გაუწიოს მთისპირის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც ჩაირიცხებიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიდროენერგეტიკის, საინჟინრო ან გარემოსდაცვით სპეციალობებზე. პროგრამის მიხედვით, კომპანია სტუდენტებს სწავლის საფასურის 80% გადაუხდის.

ბახვი ჰესის სტუდენტური გრანტით დღესდღეობით სოფელ მთისპირის მკვიდრი ჯაბა ბოლქვაძე სარგებლობს. მან 2022 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  ენერგეტიკის ფაკულტეტზე, ელექტრო ინჟინერიის განხრით ჩააბარა.

„ჩვენ თავად მშობლები ვართ და კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტმა პროფესია მართებულად შეარჩიოს და დაგეგმოს საკუთარი მომავალი. ახალგაზრდებისთვის დახმარება განათლების მიღების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც მომავალი თაობისთვის შეიძლება გავაკეთოთ. ჩვენი გრანტის ფარგლებში, ვახალისებთ ე.წ. მომავლის პროფესიებს, როგორიცაა გარემოსდაცვა, ინჟინერია და ენერგეტიკის სფეროში არსებული პროფესიები. მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ სექტორში კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტია, მეორეს მხრივ კი, მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ჩვენც, როგორც ჰიდროენერგეტიკის სფეროში ჩართულ კომპანიას, გვჭირდება კვალიფიციური ადგილობრივი კადრები, ახალგაზრდა თაობა, რომელიც ამ ქვეყნის მომავალია“ _ განაცხადა ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა. 

ბახვი ჰესმა სასწავლო გრანტის მოპოვებაზე განცხადებების მიღება 2022 წლის 1 ივლისიდან დაიწყო და ეს ინიციატივა 2024 წლის ბოლომდე იარსებებს.  დაინტერესებულ პირთათვის სასწავლო გრანტის გაცემის პირობების გაცნობის მიზნით, კომპანიას შემუშავებული და დამტკიცებული აქვს დოკუმენტი, სადაც დეტალურადაა გაწერილი გრანტის მოთხოვნები და პირობები. დოკუმენტის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს www.cceh.ge

დოკუმენტის ბმული: https://cceh.ge/uploads/Scholarship_Policy_Bakhvi_12_HPPs.pdf

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 72
    „ბახვი ჰესის“ განათლების ხელშეწყობის პროგრამა და გრანტის გაცემის წესი„ბახვი ჰესის“ განათლების ხელშეწყობის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა. ის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს და ფინანსური დახმარება გაუწიოს მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც ჩაირიცხებიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათებლო დაწესებულებებში ჰიდროენერგეტიკის, საინჟინრო ან გარემოსდაცვით სპეციალობებზე. აღნიშნული პროგრამა 2022 წლიდან ამუშავდა. „ბახვი ჰესის“ სტუდენტური გრანტით დღესდღეობით სოფელი მთისპირის მკვიდრი…
  • 71
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 71
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 66
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 66
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…