ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძე დასის წევრებს შეხვდა და იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, რომელიც მალე თეატრის რეპერტუარზე აისახება, კონკრეტულად მის შინაარსობრივ მხარეზე და მხატვრული თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაამდიდრებს მას. საუბარია ტრილოგიის მესამე ნაწილზე, რომელიც ,,წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის“, ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის“ შესახებ მოგვითხრობს.
განძი, რომელიც არის ქვეყნის ისტორიის ხილული დადასტურება, ექვთიმე ღვთისკაცმა შეძლო ქართველი ერისთვის ყველაზე დიდი საუნჯის, ქართული საგანძურის გადარჩენა, ის თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით სამშობლოსათვის თავდაცვის მაგალითს წარმოადგენს. სპექტაკლზე რეჟისორი გოჩა კაპანაძე მუშაობს, ხოლო დადგმის ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძე გახლავთ.
მალე ასევე დაიდგმება ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის, ჟურნალისტის, მწერლისა და პოლიტიკოსის, ილია ჭავჭავაძის შესახებ მონო სპექტაკლი და მას შემეცნებითი თვალსაზრისით წარმოაჩენს, როგორც ერის გულაღტკინებულ შვილს, რომელიც სამშობლოსათვის ზრუნვას შეეწირა.
შეკრებაზე სამხატვრო ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 156-ე თეატრალური სეზონი თეატრის მოყვარულებს ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს ჰპირდება, ასევე გააჟღერა ლიტერატურული ლაბორატორიის შესახებ, რომელიც ოზურგეთის თეატრში შეიქმნება, ის ლიტერატურულ ჟანრებს, მიმდინარეობებს ერთ ლაბორატორიაში მოაქცევს და მას მწერალი ნინია სადღობელაშვილი უხელმძღვანელებს.
მსგავსი სტატიები
- 72დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 60გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 59სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 57ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 571918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…