2023 წლის 11 აგვისტოს, სასტუმრო „სემის“ საკონფერენციო დარბაზში_  ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA) ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) და „გურიის მედიატორთა ასოციაციამ“ ორგანიზება გაუწიეს საჯარო შეხვედრას, თემაზე „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი საქართველოში“.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სურსათის უვნებლობის სფეროში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და სახელმწიფო კონტროლის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებას და საჯარო უწყებების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის დიალოგის ხელშეწყობას.

შეხვედრის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მანანა ერქომაიშვილმა და მადონა ჩიტაიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობა, მის წინაშე არსებული გამოწვევები და სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული სიახლეები წარუდგინეს.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში, რომელიც პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა. შეხვედრაზე  აღინიშნა მოქალაქეთა აქტიურობის მნიშვნელობა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის და განხილულ იქნა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.

„ბოლო წლების მანძილზე საქართველოში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მთელი რიგი სისტემური პრობლემებისა მოუგვარებელი რჩება. ქვეყანაში სურსათის უვნებლობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მონაწილეობის გაზრდა. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. დიდი მადლობა ევროკავშირს ჩვენი ინიციატივების მხარდაჭერისათვის და, რაც მთავარია, საქართველოში სურსათის უვნებლობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვისათვის“ _ განაცხადა CSRDG-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა, ვახტანგ კობალაძემ.

მსგავსი სტატიები

  • 80
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 71
    „ხორცს და ხორცპროდუქტებს დს სხვა მალფუჭებად პროდუქციას ნუ შეიძენენ ისეთ ადგილას,სადაც არ არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები“რა არის HACCP-ი?  HCCP-ი(საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა)  საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას,მათ პრევენციასა და აღმოფხვრას გულისხმობს. ამ სისტემის დანერგვა  სურსათის წარმოების თითოეულ ეტაპზე ბიოლოგიური,ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების,მათ შორის ალერგენების იდენტიფიცირებით და მათზე კონტროლის განხორციელებით უვნებელი სურსათის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.…
  • 70
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 69
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 68
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…