ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევა დღეს შუადღის საათებში, მაშინ მოხდა, როცა სკოლაში საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, მათგან ერთ-ერთი მშობელია, რომელმაც მსუბუქი დაზიანება მიიღო, ხოლო სკოლის დამლაგებელი უგონო მდგომარეობაში ქობულეთის სამედიცინო  კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე საქმე აღძრულია სსკ-ის 124–ე  მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ორ ცვლად მიმდინარეობს სწავლება,  რადგან ნატანების #1 საჯარო სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია და ექსპერტების დასკვნით იქ სწავლება არ შეიძლება. ზემო ნატანებში სკოლის ახალი შენობა უნდა აშენდეს.

მსგავსი სტატიები

  • 56
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 51
    სოფელ კვირიკეთში სკოლის ძველი შენობა დაიწვადღეს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში სკოლის ძველი ხის შენობა დაიწვა. თუ რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და ცეცხლი ლოკალიზებულია. კიდევ ერთი ხანძარი იყო წუხელ მაკვანეთი-ლიხაურის საზღვარზე, სადაც სავარაუდოდ საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობისას გაჩნდა ხანძარი. აღნიშნული ხანძარიც ჩააქრეს.
  • 48
    საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა.საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს ის. ხბოს დაცვის ზოგადი მოთხოვნების მიხედვით: ხბოს სადგომის ასაშენებლად გამოყენებული მასალები, განსაკუთრებით ბაკი და…
  • 47
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 46
    დაბა ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში სამართალდამცავები არიან მობილიზებულიდაბა ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. როგორც სკოლის ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რის საფუძველზეც სკოლაში სამართალდამცავები მივიდნენ. არსებული ინფორმაციით, შეტყობინება ასაფეთქებელ მოწყობილობას უკავშირდება. „სამინისტროდან შეგვატყობინეს, რომ 112-ში შეტყობინება იყო. არ ვიცით კონკრეტულად რა. შენობაში სამართალდამცავები იმყოფებიან. სასწავლო პროცესი ქართულ სექტორში დასრულებული იყო, მიმდინარეობდა რუსული სექტორის სასწავლო პროცესი.…