2023წლის სექტემბრის თვიდან, შპს ბახვი ჰესისმიერ, ადგილობრივმოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში განახლებულიპროგრამით დაიწყო. პროგრამას 2023 წლიდან დაემატა ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ და მისი მართვა, ეკოლოგია,  ბუნებრივი კატასტროფების ამოცნობის ნიშნები და  საჭირო უსაფრთხოების ზომების გატარება. გასულ წლებთან შედარებით, სწავლება მიმართულია მოსწავლეების გაცილებით მეტი ჩართულობაზე.სწავლების მიზანია,  მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეებში,ცნობიერების ამაღლება შემდეგ საკითხებზე: როგორ ვუფრთხილდებით გარემოს და როგორ ვიყენებთ ბუნებრივ რესურსებს გონივრულად; ნარჩენების მართვა და მისი აუცილებლობა; პროექტების წერის უნარების გამომუშავება; რეციკლირება და მისი აუცილებლობა კლიმატის ცვლილების კონტექსტში; სტიქიური მოვლენებისა და ბუნებრივი კატასტროფების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;სტიქიური მოვლენების დროს ქცევისა და უსაფრთხოების წესების შესახებ ცნობიერების ამაღლება;ენერგოუსაფრთხოებისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ წარმოდგენის შექმნა; გარემოს შემადგენელი ელემენტების, მათ შორის არსებული კავშირებისა და გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ინფორმირება.

„ყოველ წელს ვფიქრობთ იმ ახალ მიმართულებებზე გარემოს დაცვის კუთხით, რომელიც აქტუალური ხდება მსოფლიოში. შესაბამისად, ვაახლებთ პროგრამას, რათა მანუპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენი განახლებული სალექციო კურსის მეშვეობით,  მოსწავლეებს მიეწოდებათინფრმაცია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. იმედი გვაქვს, ისინი  ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოიტანონ და დანერგავენ ახალ ჩვევებს, რითაც გაუფრთხილდებიან ბუნებას,ცოდნას სხვებსაც გაუზიარებენ, მაგალითად მეგობრებს, უმცროს და-ძმებს, ოჯახის წევრებს“ _ განაცხადა დავით კობერიძემ, ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა,

ბახვი ჰესის მოცემული საგანმანათლებლო პროგრამა 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისამდე განხორციელდება და  და მოიცავს 11 შეხვედარს, ასევე,  ერთ ექსკურსიასა და პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. გარემოსდაცვით საფუძვლებსა და განახლებადი ენერგიის მოდულს წარუძღვება გიორგი ბერეჩიკიძე,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი; კომუნიკაციების შესახებშეხვედრას ჩაატარებს ხათუნა იოსავა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი 2015 წლიდან. კომუნიკაციის ლექციის ფარგლებში,ახალგაზრდები ბევრს გაიგებენ მედიაზე და მის როლსა და ფუნქციაზე საზოგადოებაში, ასევე,ისწავლიან როგორ განასხვავონ ნამდვილი და „ფეიკ“ ანუ გამოგონილი, გაყალბებული ამბავი ერთმანეთისგან.

ბახვი ჰესიმდინარე ბახვისწყალის ხეობაში ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების განმავითარებელი კომპანიაა.კომპანიის სოციალური პროგრამირების საგანმანათლებლო ნაწილის ერთ-ერთი კომპონენტია განახლებად ენერგიებსა და გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით შემუშავებული ტრენინგები მთისპირისა და ჩხაკაურას უფროსკლასელთათვის. პროექტი 2022 წლის გაზაფხულიდან არსებობს და უკვე მეოთხე სემესტრია რაც წარმატებით ტარდება.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    ბახვი ჰესის ტრენინგ მოდული უფროსკლასელთათვის მთისპირსა და ჩხაკაურაში დაიწყო2022 – 2023 სასწავლო წლისთვის შპს ბახვი ჰესმა მოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის პროგრამა განაახლა. სიახლეა ის ფაქტი, რომ პროგრამა 2022 წლის შემოდგომიდან არა მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, არამედ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკაურას ახლადგახსნილ საჯარო სკოლაშიც ტარდება. ტრენინგი უფროსკლასელთათვის, კერძოდ…
  • 100
    ბახვი ჰესის წლის შემაჯამებელი ექსკურსია _ მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების უფროსკლასელებმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი დაათვალიერეს2023 წლის 10 ივნისს, ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის 39-მა უფროსკლასელმა (8, 9, 10, 11, 12 კლასი) ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ვანის ნაქალაქარი დაათვალიერა. მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორია ვანის ნაქალაქარისა და არქეოლოგიური მუზეუმის შესახებ, დაათვალიერეს…
  • 100
    უნდა აშენდეს თუ არა „ბახვი -1“ ჰესი?ადგილობრივები და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები კვლავ ვერ თანხმდებიან 4 ივნისს, კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ-ის“ მენეჯმენტმა ოზურგეთში გამართა შეხვედრა. სტუმრებმა ოზურგეთის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ბახვი 1 ჰესის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მასპინძლების კითხვებსაც უპასუხეს. პროექტის ხელმძღვანელმა, გიგლა სიხარულიძემ, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა და…
  • 95
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 93
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…