გურიის გუბერნატორი: ოზურგეთი – ჩოხატაურის დამაკავშირებელი დროებითი ხიდი ხვალ გაიხსნება
საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. სამუშაოები გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაათვალიერეს. სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, დროებითი ხიდით სარგებლობას მოქალაქეები ხვალიდან შეძლებენ.
_ „აქტიურად მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი – ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მყისიერად მოხდა რეაგირება დაზიანებისთანავე. სამუშაოები მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში. უკვე დასრულების ეტაპზეა დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები, კონსტრუქცია უკვე მოწყობილია და ხვალ, დღის ბოლომდე მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ დროებითი ხიდით. რაც შეეხება დაზიანებული მონაკვეთის სამუშაოებს, უკვე მიმდინარეობს პროექტირება, რათა რაც შეიძლება მალე აღდგეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა,“_განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.
მსგავსი სტატიები
- 54ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 52დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 50შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა. ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე გადაადგილება დროებითი ხიდისა და შემოვლითი გზის საშუალებით მოხდება. 11 სექტემბერს, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე…
- 50შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა. ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე გადაადგილება დროებითი ხიდისა და შემოვლითი გზის საშუალებით მოხდება. 1 სექტემბერს, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე…
- 44გუშინ, 11 სექტემებრს, გურიაში, სოფელ ნაგომარში ოზურგეთისა და ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზა ჩავარდა აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს: _ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, დროებითი ხიდის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე, დროებითი ხიდის კონსტრუქციისა და სპეციალური ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, საპროექტო ჯგუფი მუშაობს დაზიანებულ მონაკვეთზე…