ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი

ოზურგეთს, სოფელ ლიხაურში დაიბადა  ექვთიმე თაყაიშვილი, ახლა უკვე წმინდანად შერაცხული და საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად წოდებული დიდი მამულიშვილი. 17 ოქტომბერი, წმინდანად შერაცხვიდან 20 წელი… და დაბადებიდან 160 წლის იუბილე.

ექვთიმობა, ოზურგეთში ერთ-ერთი ლამაზი დღესასწაულია თავისი  შინაარსობრივი და სულიერი გამოხატულებით. 17 ოქტომბერს  ექვთიმეს აჩრდილი კვლავ სტუმრობს  გურიას, ოზურგეთს, თავის საყვარელ სოფელ ლიხაურს. პირველი ღონისძიება, თავდაპირველად, ექვთიმეს მშობლიურ ლიხაურში გაიმართა, სამეცნიერო კონფერენცია, წმინდანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი,  და შემდეგ…, განვლილი საუკუნის დასაწყისის თვალსაწიერიდან ნელ-ნელ  ამოდიან პერსონაჟები და ოზურგეთელი მაყურებლის თვალწინ, თავიანთი ცხოვრების ეპიზოდებს აცოცხლებენ.

„სხვანაირი სოის და გუჯაბის ვართ გურულები“ – ექვთიმეს ეს სიტყვები ჩაურთო თავის გამოსვლას 156-ე  თეატრალური სეზონის გახსნისას, ოზურგეთის თეატრის, სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ, მხატვრულ დოკუმენტური ფანტასმაგორიის  ჩვენების წინ სახელწოდებით „ექვთიმე“. დადგმის ხელოვნება, მსახიობთა შესრულება, ოზურგეთის თეატრის სცენის  საოცარი ტექნიკური შესაძლებლობები და აი,  მაყურებელს, იმთავითვე ელოდა საოცარი საღამო, რომლის დადგმა განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

მძიმე ემოციების  აქოჩრილმა ტალღებმა, სპექტაკლის დაწყებიდანვე ერთნაირად  გადაუარა თეატრალთა და მაყურებელთა გულთა გონებას და გონებათა  გულს. ადვილიც არ იყო ამ თემასთან შეჭიდება, მაყურებელთან მიტანა და… არც ყოველივე ამის მიღება იყო ადვილი, რადგან იდგა  ექვთიმე, იდგა საქართველო, ეროვნული საგანძურის უკვე განვლილი მძიმე გზა და სამშობლოდან სამშობლომდე… იყო მტრობა, აგრესია, თავდადებაც, სიყვარულიც, ერთგულებაც, აზრთა სხვაობა.  გვინდა, თუ არ გვინდა, უმეტეს შემთხვევაში, ეს ყოველივე იყო, არის და იქნება ინდივიდუალურ, პიროვნულ აღქმებთან დაკავშირებული და ამ აღქმებიდანვე გამომდინარე, რადგან „ჩვენ ყველას გვიყვარს საქართველო, ოღონდ ჩვენებურად, ისე, როგორც ვხედავთ და გვინდა“.

სპექტაკლის იდეას ავტორი და დადგმის ხელმღძვანელი ვასილ ჩიგოგიძე ( ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე); სცენური ვერსია, დამდგმელი რეჟისორი _  გოჩა კაპანაძე (სახელმწიფო,კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის პრემიების ლაურეატი); რეჟისორი_  ლალი თაბაგარი; მხატვარი _ ლომგულ მურუსიძე (ი. გოგებაშვილის , მარჯანიშვილის, ოცხელის პრენიების ლაურეატი); კოსტუმების მხატვარი – ქეთი ციციშვილი; მუსიკალური გაფორმება _ დალი დოიჯაშვილი; სპექტაკლში თეატრის მთელი დასი მონაწილეობს.

შემოქმედებითი ჯგუფისთავდაპირველი შემოთავაზება _  სასცენო დეკორაციები- იმდროინდელ მოვლენათა გამომსახველი, წითელი რეჟიმის სახედა ფორმა. სისხლით შეღებილი მიწა, სისხლჩამომდინარე კედელი, ჩაკეტილი გარემო და აქა იქ, ვიწრო სარკმლებიდან მოკიაფე მკრთალი შუქი.იშლება ისტორიის ფურცლები, დაბინდული გარემოს, ბურუსში გახვეული პერსონაჟები. და იქვე, ქართული მიწის სიმბოლო, სისხლისფერი ყაყაჩოებით მორთული, რომელიც კვლავ  „არა დაღვრილის, დასაღვრელის ალბათ მაცნეა…“- სიმბოლურია და თემატურად საინტერესოდ ჩართული სპექტაკლში ანგელოზი, საქართველოს თანმდევი სული. მცველი და მფარველი ამა ქვეყნისა.

მოკრძალებით შემოდის სცენაზე გიორგი დოლიძის  პერსონაჟი- ექვთიმე, თანდათან იკვეთება მტკიცე ხასიათი განძის მცველისა. მისი გონებრივი შესაძლებლობები,  მოწამეობრივი გზა.  სწორედ მასზე შეიძლება ითქვას – ათას ჭირ-ვარამ გამოვლილი, და მაინც გაუტეხელი.  საინტერესოდ არის წარმოდგენილი პარიზულ ცხოვრებასთან შეთანაზიარება. ისტორიულ პერსონსჟებთან ერთად, მხატვრული პერსონაჟები შემოჰყავს რეჟისორს.  თუ პირველთა ქმედებები და საუბრები  ძირითადად ფაქტებს მიჰყვებიან, მეორეთა ქმედებებით,  თავისუფლად ახერხებს სპექტაკლის შემოქმედებითი გუნდი, თავისი სათქმელი მოიტანოს მაყურებლამდე, ანუ,  კულისებს მიღა, ან თუნდაც,  წარმოსახვაში  არსებული. ის რაც ტკივილიც იყო, უარყოფაც და სიამაყეც.   ერთ-ერთი ასეთი პერსონაჟი, თუნდაც  ბელა კიკვაძის – ნამეტიაა.

ზოგჯერ და  უფრო მეტად ხშირადაც, თვალის ა და ყურის არიდებით, რეალურფაქტთა ნაწილნი ჩრდილში რჩებიან.  აქ კი შემოქმედებითმა ჯგუფმა  მოახერხა მათი სამზეოზე გამოტანა.  შეიძლება დაისვას კითხვა, რა არის ეს ცხოვრება, მხოლოდ პოლიტიკური თამაში? პასუხისპექტაკლის ცალკეული ეპიზოდებიდან –  უცხოეთში გადახვეწილ პოლიტიკურ ჯგუფთა დაპირისპირებები, აგრესია. და სამწუხაროდ,  დღესაც, ასწლეულის შემდგომ, მათ შთამომავლობაში გადმოყოლილი.

როგორ ჰგავს დღევანდელ  რეალობას ეს ყველაფერი, ისეთივე მდგომარეობა. ახლაც ხომ ყველას უყვარს ეს ქვეყანა, ოღონდ სათავისოდ?! ისევ დგას კითხვა და პასუხსაც ალბათ თავისი გადასახელებიდან სცემს მაყურებელი. მეორე კითხვა – რითი სჯობს თქვენი პარტია ჩვენსას?  _ ეს კითხვა წარსულსაც დაუსვა სპექტაკლის შემოქმედებითმა მესვეურებმა და დღევანდელობასაც. პასუხი ახლაც სუბიექტურია ალბათ და ყველასთვის სათავისო.

მძიმე და შთამბეჭდავი იყო ნინოს (მსახიობი თამარ მდინარაძე) გარდაცვალების სცენა, ათოვდა ლევილის ბაღებს სიკვდილი, და ამ თოვაში უკანასკნელი ცეკვა ექვთიმესა და ნინოსი… მარტოდ დარჩენილი ღვთისკაცი.

ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისთვის, მერე ემიგრანტობა. ქაქუცას (მსახიობი ლევან საღინაძე) სიტყვებიდან: _ :„ვერ მაპატიეს ცოცხალი რომ გადავრჩი, ქართველებს ხომ მკვდრები ცოცხლებს ურჩევნიათ.“ – მერე ? – ეროვნული გმირის გარდაცვალება, ერთად-ერთი სიმშვიდე მისი, ეროვნული დროშით გაცილება.უმძიმესი ეპიზოდი. ალაგ -ალაგ  გაბნეული განცდა,  ლხინში თუ არა, გაჭირვებაში ერთად დგომა, ან თუნდაც, ერთად დგომის სურვილი.

ამაღელვებელია ებრაელთა მფარველობის  და ათასეულობით ებრაელის გადარჩენის სცენა.

გვერდს ვერ ავუვლით  ექვთიმეს შინაგანი ბრძოლის ეპიზოდს. რომელსაც კიდევ მეტად ამძაფრებს მეფისტოფელი _  ზაზა ჯინჭარაძის პერსონაჟი, მსახიობი გასაოცარი პლასტიკით და სულის გამრღვევი ტემბრით ცდილობს შეაღწიოს ექვთიმეს გულში, მაგრამ აქ გულის კარი ჩაკეტილი დახვდა,  მცველად  ის სიყვარული და ის ვალდებულება ედგა, სამშობლო რომ ერქვა და ეროვნული საგანძურის  სამშობლოში დაბრუნება.

აქტუალობას არ კარგავს ქართული მიწის პატარა ნაჭერი, ემიგრანტთაგან ასეული კილომეტრით დაშორებული, მაგრამ მათ გულში ჩასახლებული. რომელიც ძალას აძლევს იქ მყოფთ.ამ მიწაზე სიმბოლურად მიტანილი საგანძური, წელში გადრეკილი ექვთიმეს მიერ.და ბოლოს, ექვთიმეს დაბრუნება, ისევ წითელი რეჟიმის საშინელი რეალობა. ექვთიმეს ტანჯვად ქცეული ცხოვრების კიდევ მეტად დამძიმება და გარდაცვალება… უკვე კულმინაციას აღწევს ემოციათა დაძაბულობა. უმძაფრესი და უძლიერესი სცენა _  ექვთიმეს გასვლა ამ ქვეყნიდან. ირღვევა სისხლმდინარე კედელი და ხახულის გრანდიოზული, ოქროჭედული  ხატი არღვევს მიწიერი არსის უსუსურობას, კარს უღებს ექვთიმეს, გულში იხუტებს სნეულ ღვთისკაცს და სინათლის გვირაბისკენ უკვალავს გზას.

ოზურგეთის თეატრის სცენური  შესაძლებლობები და ეფექტები კიდევ მეტად ამძაფრებს თითოეულ ეპიზოდს.

გაიყინა დარბაზში ემოციები… აქა იქ შეძახილები – რას გვერჩოდნენ. ეს ყველაფერი კი შემოქმედებითი კოლექტიისა და  ოზურგეთელ მსახიობთა დასის უდიდესი შრომითა და შესაძლებლობებით შედგა. რთულია მიმოიხილო ყოველი პერსონაჟი, ეპიზოდი, ანგანსახიერებული როლი. აქ ერთი მეორეს ავსებს და აძლიერებს.ერთიან ჯამში კი ამ უმძიმეს თემას აერთიანებს. ყველაფერი თვალნათელია და ცხადი _  სპექტაკლი შედგა.რაც მაყურებელთა ოვაციებითა და შეძახილებითაც დადასტურდა. კიდევ მეტად აიწია თამასა. არის მოლოდინი, რადგან არის შესაძლებლობებიც.

თამამად შეიძლება ითქვას: პროექტი _   ტრილოგია, თავისი სამი საუკეთესო სპექტაკლით,  ოზურგეთის თეატრის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად შეიძლება ჩაითვალოს.

მსგავსი სტატიები

  • 100
    მორიგი პერფორმანსი ახალი ინტერპრეტაციითდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა, ფუთიდან სათამაშო ტანკები და სხვა სამხედრო ატრიბუტიკა   ამოიღო და ნაციონალ დეპუტატებს მიართვა. _ ეს მელია -კუდაგრძელიას, ეს შენ. თქვენ მხოლოდ ერთმანეთში  ომი გეხერხებათ და ითამაშეთო _ მიმართა მჟავანაძეს ხომერიკმა.  _აჯობებს…
  • 100
    ომის მტკივნეული შედეგი და არჩევანი, ბოროტებასა და სიკეთეს შორისავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ექსპერიმენტული სცენა 22 დეკემბერს,  ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლით „ცოტა ომი და დიდი სიყვარული“-მასპინძლობდა მაყურებელს. კომპოზიტორი შალვა მაცხონაშვილი; რეჟისორის ასისტენტი მაკა მამულაშვილი; მონაწილე მსახიობები: ციცი ბუცხრიკიძე,შორენა სიხარულიძე,ირაკლი ურუშაძე, მარიკა ასათიანი, ჯაბა მორჩილაძე,თეა კეჭაყმაძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი, გენადი ნიკოლაშვილი. ეზო, სადაც არ აციან რა არის ომი,…
  • 100
    ხუთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შევხვდეთ ახალ წელს პიროტექნიკის გარეშეახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და დროა გავიხსენოთ, თუ რატომაა საშიში პიროტექნიკა ეკოლოგიისთვის, ცხოველებისა და ადამიანებისთვის. ესაა ხუთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შევხვდეთ ახალ წელს პიროტექნიკის გარეშე: 1 ქიმიური შემადგენლობა ფეიერვერკის შექმნის ყველა ეტაპი არის არაეკოლოგიური: წარმოების ეტაპი, ექსპულატაცია და უტილიზაცია. მის შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერებები როგორებიცაა სალიტრა…
  • 100
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…
  • 100
    „სამშობლოს გაწირვის უფლება არ ჰქონდა მას, როგორც ბაგრატიონს“...ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 5 ივლისს, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის, რიგით მეოთხე თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. 15 ივლისის ჩათვლით, ოზურგეთის თეატრის სხვადასხვა სცენა და ჩოხარაურის თეატრი 26 სპექტაკლს უმასპინძლებს ჩვენი ქვეყნის, თუ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან.  საპატიო სტუმრები სტუმრობენ ოზურგეთს. ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტის…