ისრაელის ხელისუფლებამ არაბული წარმოშობის რამდენიმე ათეული მოქალაქე დააკავა, მიზეზი სოციალურ ქსელებში „ჰამასის“ მხარდამჭერი აქტივობა გახდა. დაკავებულებს შორის არის ცნობილი მომღერალი დალალ აბუ ამნა, რომელიც ნაზარეთში ცხოვრობს. ორდღიანი პატიმრობის შემდეგ ქალი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მომღერლის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული “დესტრუქციულ ქცევაში” დაადანაშაულეს. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მისმა პოსტებმა შესაძლოა მომღერლის გულშემატკივრებში ძალადობა გააღვიძოს. კონკრეტული პოსტი, რომელმაც პოლიციის ყურადღება მიიპყრო, ეს იყო პალესტინის დროშის გამოსახულება არაბული დევიზით: „და არ არსებობს გამარჯვებული, გარდა ალაჰისა“.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, ქალი ამ პოსტით თავის რელიგიურ გრძნობებს გამოხატავდა, მაგრამ ხელისუფლების განმარტებით, ეს იყო მოწოდება პალესტინელებისადმი, რომ მათ ხელში იარაღი აეღოთ.
- დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი
აბუ ამნა ერთ-ერთია ისრაელის იმ რამდენიმე ათეული არაბული წარმოშობის მოქალაქიდან, რომელიც დააკავეს. ბევრი მათგანი გაათავისუფლეს სამსახურებიდან, ზოგიერთს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა.
პოლიცია აცხადებს, რომ „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს სოციალურ ქსელებში ქცევის გამო. მხოლოდ იერუსალიმში დააკავეს და დაკითხეს 63 ადამიანი. მათ უმეტესობას სიძულვილის გაღვივება და ტერორიზმის ხელშეწყობა ედება ბრალად.
Adal Law Center-ის წარმომადგენლები, რომელიც იცავს ისრაელის არაბული უმცირესობის უფლებებს, თვლიან, რომ რეალურად მეტი ადამიანია დაკავებული. მსგავსი შემთხვევები ადრეც ყოფილა. მაგალითად, 2021 წლის მაისში ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის კონფლიქტის ესკალაციის დროს ძალადობის წაქეზებისთვის ბრალი 16 ადამიანს წაუყენეს, მათგან 15 არაბი იყო.
ბედუინთა ქალაქ რაჰატში, პოლიციამ დააკავა მერობის ყოფილი კანდიდატი ამერ ალ-ჰუზაილი, რომელმაც სოციალურ მედიაში გააზიარა ღაზას სექტორის რუკა ისრაელის ჯარების სახმელეთო ოპერაციის შესაძლო სცენარის ანალიზით. მას ბრალი ედება ომის დროს მტრის დახმარებაში. ცენტრის იურისტები ამბობენ, რომ მათი მონაცემებით, სოციალური ქსელში აქტივობის გამო, 40-ზე მეტი ისრაელელი არაბი გაათავისუფლეს სამსახურიდან.
პრობლემები შეექმნათ არაბ სტუდენტებს ისრაელში. მათ ასევე ემუქრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა უნივერსიტეტებში. თელ-ავივის უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ისინი ძალიან მკაცრები იქნებიან იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც “ჰამასის” მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.
მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა სკოლებშიც. უფლებადამცველების თქმით, საჩივარი მიიღეს სკოლის 83 მოსწავლისგან. მათ უბრძანეს მოკლე დროში დაეტოვებინათ სკოლის საერთო საცხოვრებლები.
“არცერთი შემთხვევა არ შეეხება რაიმე ქმედებას, დემონსტრაციას ან უკანონო ქმედებებში მონაწილეობას. საუბარია მხოლოდ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე“, _ამბობს Adalah-ის აღმასრულებელი დირექტორი დოქტორი ჰასან ჯაბარინი.
ამბები.გე
მსგავსი სტატიები
- 74ინდოეთში, გუჯარათის შტატში ხიდის ჩამონგრევის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ყველა დაკავებული დაკავშირებულია "ორევასთან" - ინდოეთის ერთ-ერთ მთავარ ბრენდულ კერძო კომპანიასთან, რომელიც ქალაქ მორბის 230-მეტრიანი ხიდის მოვლა-პატრონობაზე იყო პასუხისმგებელი. შტატის პოლიციის უფროსის აშოკ კუმარ იადავის თქმით, დაკავებულთა შორისაა კომპანიის ორი მენეჯერი…
- 74სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: 00:04 / 07-01-2022 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: "აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“ (მთ.1,23; ეს.7,14) დგება…
- 71გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობა დღეს, 7 მარტს, 16:42-ზე გველოდება. სავსემთვარეობაზე პლუს/მინუს 2 დღე ემოციურობა მოჭარბებულია, ადამიანები გაღიზიანებულები არიან. როგორც წესი, ამ პერიოდში ხშირდება ავარიები; ნერვიულობისა და ემოციურობის გამო ადამიანებს ექმნებათ უსიამოვნებები. მოსაფრთხილებელია გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და თუ მაღალი წნევის მატარებელი ხართ, გააკონტროლეთ. 7 მარტს არ გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას, საქმიანი შეხვედრების გამართვას.…
- 66საბერძნეთში მომხდარი მასშტაბური ავარიისას დაღუპულთა რიცხვი 40 - მდე გაიზარდა. სამართალდამცავებმა დააკავეს რკინიგზის სადგურის პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ბრალად გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ედება. ამის შესახებ ambebi.ge წერს. 59 წლის მამაკაცი, რომელიც სიგნალიზაციის გამართულ მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი, ბრალდებას უარყოფს. გამომძიებლები ახლა ცდილობენ დაადგინონ, როგორ აღმოჩნდა ორი მატარებელი ერთდროულად ერთსა და იმავე ლიანდაგზე.…
- 66აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბრის დროს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალიევმა ბლინკენთან საუბარში განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის ტერიტორიას ტერორისტული მიზნებისთვის ნაღმავდნენ, რის შედეგადაც დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და პოლიციელები, ასევე ისინი სხვადასხვა იარაღიდან ცეცხლს უხსნიდნენ აზერბაიჯანის…