კოტე სარიშვილი – „ნებისმიერი კულტურა, რომელიც მარტო რჩება ბუნებასთან, უჭირს დაავადებებთან გამკლავება და სისტემატიურ ჩარევას ითხოვს. ამის მაგალითი თხილია და ის დაავადებები, რომლებმაც ამ ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა, შესაბამისად ეს მძიმედ აისახა გლეხზე, მიმაჩნია, რომ თხილის პლანტაციების პარალელურად სხვა კულტურები, თუნდაც მეხილეობა რომ ყოფილიყო, ამ კულტურისათვის ბუნებრივი – მოდით ასე ვთქვათ-შემოტევები- შედარებით ადვილად გადასალახი იქნებოდა”

 

„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“

ლადო მენაბდე „გურიის მოამბე“

 

კოტე სარიშვილი, ოზურგეთში მცხოვრები, იმ ათეულობით ფერმერიდან ერთერთია, რომელიც მშობლიურ რაიონს რამდენიმე წლის წინ დაუბრუნდა.

ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში – 4 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს,

წინააღმდეგია მონო კულტურული მეურნეობების და მიიჩნევს, რომ ფერმერებისათვის უკეთესია, არა ერთ რომელიმე კულტურაზე, თუნდაც ჩაიზე, თხილზე ან მოცვზე აქცენტირება, არამედ საკუთარი ნაკვეთების სხვადასხვა კულტურების მოყვანაზე ორიენტაცია.

მიაჩნია, რომ, ამ გზით, გლეხები თავს აარიდებენ სხვადასხვა დაავადებებს საკუთარ ნაკვეთებში, რომელიც მძიმე დარტყმას აყენებს გლეხურ მეურნეობებს და შემოსავლებიც უფრო სტაბილური იქნება.

ამის მაგალითად მას თხილის ბიზნესის პრობლემები მოყავს:

„ნებისმიერი კულტურა, რომელიც მარტო რჩება ბუნებასთან, უჭირს დაავადებებთან გამკლავება და სისტემატიურ ჩარევას ითხოვს. ამის მაგალითი თხილია და ის დაავადებები, რომლებმაც ამ ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა, შესაბამისად ეს მძიმედ აისახა გლეხზე, მიმაჩნია, რომ თხილის პლანტაციების პარალელურად სხვა კულტურები, თუნდაც მეხილეობა რომ ყოფილიყო, ამ კულტურისათვის ბუნებრივი – მოდით ასე ვთქვათ-შემოტევები- შედარებით ადვილად გადასალახი იქნებოდა.

 

კოტე სარიშვილმა მოსკოვის გაზისა და ნავთობის ინსტიტუტი დაამთავრა, თუმცა ათზე მეტი წელია, ის აგრარულ სექტორში მოღვაწეობს და ამ მიმართულებით წლების განმავლობაში. ჯერ ქვეყნის დედაქალაქში, მოგვიანებით კი ოზურგეთის თვითმმართველობაში საჯარო მოხელე იყო, თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნნეთ, ის დღეისათვის, ოზურგეთში- აგრარულ სექტორში მოღვაწეობს და საკუთარი ფერმერული მეურნეობა აქვს.

აქედან ორ ჰექტარზე ბოსტნეული კულტურის – ხოლო დანარჩენ ორ ჰექტარს- მრავალწლიანი ნარგავებისთვის იყენებს.

 

„ჩემი ძირითადი ბიზნესი იქნება ფოთლოვანი კულტურა, ეს იქნება სალათები, კომბოსტოს სხვადასხვა ჯიშები, მათ შორის ბროკოლი და მემწვანილეობა. იქნება. ასევე პარკოსანი კულტურა, ლობიო, სოიო, ოსპი, შევისწავლე ადგილობრივი ბაზარი, მთლიანად მასზე ვიქნები ორიენტირებული, ასევე თვისებები ამ კულტურების, მაგალითად – მექნება ასეთი მცენარე ბამია, რომელიც პირდაპირ მისწრებაა დიაბეტით დაავადებულთა და კუჭნაწლავის პრობლემის მქონე ადამიანებისათვის. ვიცი რომ ამ პროდუქტებზე მოთხოვნილება არის და გასაღების ბაზრის ძებნისთვის დიდი ძალისხმევა არ დამჭირდება“ ამბობს სარიშვილი.

მისი ფერმერული მეურნეობა რამდენიმე თვის წინ, ოზურგეთში მოქმედმა „ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტმა“, რომელიც ამ მიმართულებით „შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა“ და გაეროს პროგრამის ეგიდით საქმიანობს-მიკროკულტურების განვითარებისათვის დააფინანსა, და მის ფართო ჩამონათვალს, ბოლიკი, სტაფილო და სხვა კულტურებიც „შეუერთდა“.

 

სარიშვილს მიაჩნია, რომ მონოკულტურებისაგან განსხვავებით – ეს მიკროკულტურა უფრო ეფექტურია, არ ჭირდება წლები მოცდას, პროდუქციას ზოგი კულტურა 10 დღეში, ზოგიც სამ კვირაში იძლევა და ბაზარიც მოთხოვნადია.

 

ფერმერი ამ ეტაპზე ფიქრობს – ისარგებლოს სადისტრიბუციო ქსელით თუ თავისი სავაჭრო წერტილი გახსნას, ან კიდევ პროდუქცია მომხმარებელს მობილობით მიაწოდოს:

„მიმაჩნია რომ გლეხი დღეს ჩამოშორებულია გასაღების ბაზარს, რაც ვფიქრობ მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, პირველი პროდუქციის გაძვირება, მეორე გლეხის ვერპოზიციონირება ბაზარზე, რაც აკარგვინებს მას შემოსავალს, სამწუხაროდ ე.წ. „გადამყიდველების ინსტიტუტი: ამ მიმართებით ბარიერია:

თავისთავად დღეს, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის ბიზნესის -მცირე მეურნეობის – დასაწყებად – შესაძლოა ბევრი სირთულე არსებობდეს, თუმცა ვფიქრობ რომ მთავრი პრობლემა ამ მხრივ არაინფორმირებულობაა, რა თქმა უნდა არსებობს ობიექტური მიზეზებიც, რაც სოფლად მცხოვრებთ აიძულებთ დატოვონ სოფელი და ოჯახის სარჩენად სხვა ქვეყნებს ან დიდ ურბანულ ცენტრებს მიაშურონ, მაგრამ ათასი მეტრი მიწის ფართობი, თითოეული მოსახლე ხომ ერთ ჰექტარს მაინც ფლობს, ძალიან კარგია რომ ინფორმირებულობის შემთხვევაში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა.

მონო კულტურების-აი მარტო ჩაის, მარტო თხილის, მარტო მოცვის მოყვანის წინააღმდეგი ვარ, აი როცა შენ გაქვს მოცვის პლანტაცია, მას უამრავი დაავადება უტევს მაშინ როცა მოცვს გვერდით არ „ჰყავს ისეთი მეგობრები“ რომლებიც ამ დარტყმას შეუმსუბუქებენ და ნაწილს საკუთარ თავზე აიღებენ. აი მაგალითად თხილს რა გავუკეთეთ? გავხადეთ მონო კულტურა, ამოვუძირკვეთ ყველაფერი ირგვლივ და დავტოვეთ ამ შემოტევებთან მარტო. და მივიღეთ ის რაც მივიღეთ, ეს კულტურა უკვე განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს, იმ დოზითაც კი, რომ, მისი მომსახურება საბაზრო ფასს უკვე ჩამოუვარდება. გლეხები დღეს თხილის პლანტაციების შესაწამლად რომ მიდიან, ხუმრობენ და ამბობენ, რომ შესაწანლად კი არა მოსაწამლად მიდიან“ – მიიჩნევს ბატონი კოტე.

 

რა უნდა გააკეთოს სოფლად მცხოვრებმა ადამიანებმა წარმატებული ბიზნესის დასაწყებად?

 

პირველ რიგში უნდა შეიძინოს ცოდნა, გამოცდილება და მიიღოს ინფორმაცია, მხარეში არის უამრავი წარმატებული ფერმერი, ამ მაგალითზე მიიღოს ცოდნა, მოძებნოს სხვადასხვა პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს, ასევე სახელმწიფოს გარდა ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მზადაა ამ ტიპის ადამიანებს დაეხმაროს, თავისთავად ეს საკმარისი შეიძლება არ იყოს, მაგრამ თუ ისარგებლებს ჩვენი, ანასეულის ლაბორატორიით და გამოიყენებს წარმატებული ფერმერების ნაკვეთებს, როგორც საჩვენებელს, ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე საკმარის ინფორმაციას, გამოცდილებასა და ცოდნას მიიღებენ.

ყველგან საზღვარგარეთ ასე ხდება ხომ, იღებენ ჯერ ცოდნას, ინფორმაციას და მერე იწყებენ ამისაგან დაგროვილი გამოცდილებით. საკუთარი მეურნეობის შექმნას. შესაძლოა ვინმეს ეს ძალიან რთულად მოეჩვენოს, მაგრამ არ არის ასე.

შემდეგ მოდის მენეჯმენტი, ვსწავლობთ ბაზარს, რა პერსპექტივა აქვს ადგილზე იმ კულტურას რომლის მოყვანასაც ვაპირებთ, და ამის შემდეგ ვსარგებლობთ ანასეულის ლაბორატორიით, რომელი კულტურა მიესადაგება თქვენს მფლობელობაში არსებულ ნიადაგს ყველაზე მეტად.

ჩვენი პრობლემა. ამ შემთხვევაში არამარტო ფერმერებს და ბიზნესს, არამედ საზოგადოებას ვგულისხმობ, სოლიდარულობის გრძნობის დეფიციტია სხვა ბიზნესის მიმართ, მაგალითად, საზღვარგარეთ ფერმერული ნეურნეობები სარგებლობენ კოოპერაციული კავშირებით, ასოციაციებით, მათი მეშვეობით ფერმერებს მენეჯმენტზე ზრუნვა და სხვა სახის ფორმალობები არ სჭირდებათ, ეს სფერო არ არსებობს, ასევე არა ვართ სოლიდარულები ინვესტორებისა და იმ  კომპანიების მიმართ. რომლებიც მხარეში საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებით შემოდიან და ვერ ვაცნობიერებთ, რომ ხშირ შემთხვევაში რაღაც დათმობაზე წასვლაც აუცილებელია უფრო მეტად მნიშვნელოვანის გამო.

 

მე დადებითად მიმაჩნია მხარეში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, ენერგია ჩვენი გაბვითარებისათვის აუცილებელია, არ შეიძლება მხარე განვითარდეს რაღაც ერთი მიმართულებით და ის წარმატებული იყოს თუ ეს არ ხდება მთლიან კონტექსტში, კარგია რომ სოლიდური და პასუხისმგებლიანი კომპანია მუშაობს ამ მიმართულებით ბახვის ხეობაში, რაც მაფიქრებიმნებს, რომ  ბუნებაზე ნაკლები ზემოქმედებით განვითარდება ასეთი პროექტები.

 

 

ბევრჯერ გამიგია, რომ სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს გლეხებისთვის, პროგრამები კი არის, მაგრამ იქ ნეპოტიზმია, ნაცნობი თუ არ გყავს ვერაფერს გახდები და ასე შემდეგ…

 

მე მყავს კანადელი მეგობარი ფერმერი, რომელიც მიმტკიცენს რომ კანადის მთავრობა ყველაფერს აკეთებს ფერმერული მეურნეობის გასანადგურებლად, ადევნებთ ვიცი თვალყურს და გეცოდინებათ როგორი ხშირია ფერმერთა საპროტესტო გამოსვლები ესპანეთსა და საფრანგეთში, გერმანიაში, სიხისტით ჩვენი ოპოზიციაც კი მათთან ვერ მივა, ანუ რისი თქმა მინდა, ეს გარკვეულწილად ზერელე დამოკიდებულების შედეგია, დამერწმუნეთ დღეს ნებისმიერ გლეხს, იგივე სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობით, ან მესამე სექტორთან ურთიერთობით, ან კიდევ მცირეოდენი კაპიტალის პირობებში – შეუძლია მინიმუმ გააორმაგონ საკუთარი შემოსავალი და საკუთარი ცხოვრება გახადოს უკეთესი.  უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით. გარკვეულ პრობლემას ქმნის ის რომ დღეს გლეხი ჩამოშორებულია ე.წ. „საკოლმეურნეო ბაზარს“ – გლეხს არა აქვს შესაძლებლობა გამოიტანოს საკუთარი ნაწარმი და გაყიდოს. არ უნდა დაველოდოთ ამ მიმართულებით სახელმწიფოს-ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი კოოპერაციები-მაგალითად ყველის მწარმოებელთა კოოპერაცია, რძის მწარმოებელთა კოოპერაცია, ხორცის, მწვანილის და ასე შემდეგ. ერთია მეურნეობის განვითარება და მეორე სწორი პოზიციონირება, ნაკლები დანახარჯებით მოქმედება ბაზარზე.

 

წარმატებული ფერმერები გურიიდან – მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე

მსგავსი სტატიები