2023 წლის 16 ოქტომბრიდან, ლახამის ჰიდროელექტროსადგურების (ლახამი 1 და ლახამი 2) მფლობელი და მმართველი კომპანია შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი“ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საქართველოს საფონდო ბირჟაზე  ობლიგაციებს განათავსებს. საცალო ობლიგაციების ემისიის საერთო ღირებულება 15 მილიონ აშშ დოლარამდეა განსაზღვრული. ობლიგაციები 2წლიანია დაპირველი პრეცედენტია როცა, საცალო ობლიგაციაკომპანიის მოძრავი და უძრავი ქონებით არის უზრუნველყოფილი. შესყიდვის  მინიმალური მოცულობა 1,000 აშშ დოლარია, რაც გუმისხმობს 1 ობლიგაციის საფასურს. საპროცენტო განაკვეთის დიაპაზონი წლიური ფიქსირებული 8.50-9.00%, ვადა -2 წელი. სარგებლის (კუპონის) გადახდა – ნახევარწლიურია, ემისია გათავისუფლებულია გადასახადებისგან.

შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველპმენტის“დამფუძნებლები არიან მაჟორიტარი აქციონერი Caucasus Clean Energy Holdings Pte. LTDდამინორიტარიაქციონერი Energy Solution.თავის მხრივ, Caucasus Clean Energy Holdings Pte. LTDჰოლდინგის ინსტიტუციური და მაღალ ერპუტაციული ინვესტორებიარიან GEEREF (ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გლობალური ფონდი), FMO (ნიდერლანდების განვითარების ბანკი), OeEB (ავსტრიის განვითარების ბანკი), EIB(ევროპის საინვესტიციო ბანკი)და სხვა ინვესტორები.შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველპმენტი“ ფლობს და მართავს სვანეთში, სოფელ ლახამში, მდინარის მოდინებაზე მყოფ 2 ჰიდროელექტროსადგურს (ლახამი 1 და ლახამი 2)ჯამური დადგმული სიმძლავრით 16 მეგავატი.  წლიურად,8 თვის განმავლობაში, კომპანიის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული მყიდველია სახელმწიფო – „გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების“ (PPA) საფუძველზე, ხოლო დანარჩენ თვეებში (წლიურად 4 თვე) კომპანია ელექტროენერგიას ყიდის ადგილობრივ ან საექსპორტო ბაზრებზე. PPA სახელმწიფოსთან გაფორმებულია 2030 წლამდე და სრულად ფარავს ობლიგაციის ვადას. 2022 წელს კომპანიამ შემოსავლების 50.6% სწორედ PPA-ის ფარგლებში ელექტროენერგიის რეალიზაციიდან დააგენერირა.

„მოხარული ვარ, რომ სულ რამდენიმე დღეში საქართველოს საფონდო ბირჟაზე გავალთ. სარგებელი, რომელსაც ობლიგაციების გასხვისებით მივიღებთ, მოხმარდება იმ სესხების გადაფარვას რომელიც კომპანიას გააჩნია. მოგეხსენებათ, საპროცენტო განაკვეთები იზრდება და ეს ოპერაცია ჩვენთვის ხელსაყრელი და მომგებიანია, ასევე,  გაუმჯობესდება ჩვენი კაპიტალის სტრუქტურაც. მეორე მიზეზი, რაც გვამოძრავებდა აღნიშნული სიახლის დანერგვით, არის სარგებლის განაწილება. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას თითოეულ მოქალაქეს საკუთარი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში და ამავდროულად, ნახოს პირდაპირი, გარანტირებული სარგებელი. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ობლიგაციები უზრუნველყოფილია კომპანიის უძრავი თუ მოძრავი ქონებით, რომლის ღირებულებაც ერთნახევარჯერ აჭარბებს ბონდების საერთო ღირებულებას. ეს კი ცხადია, არის სიმშვიდის გარანტი. ამასთანავე, პოტენციურ ინვესტორებს ვთავაზობთ საკუთარი თანხა დააბანდონ  ჩვენი ქვეყნის მწვანე ეკონომიკის განვითარებაში. მოგეხსენებათ, ჰიდროენერგეტიკა განახლებადი, სუფთა ენერგიის წყაროა და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც გამოიხატება სათბული აირების გამოფრქვევის შემცირებაში. დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით ფრიად ტრენდულია განახლებად და მწვანე ენერგეტიკაში ინვესტირება და სწორედ, ამ მიმართულებას ვავითარებთ ჩვენ დღეს ამ შეთავაზებით“ _ აცხადებს გიორგი აბრამიშვილი, შპს „ავსტიან ჯორჯიან დეველოპმენტის“ დირექტორი.

თიბისი კაპიტალი ერთი კვირაა რაც პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს აღნიშნულ სიახლეს.  ამ ეტაპისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ინტერესი დიდია ბაზარზე. 2023 წლის 16 ოქტომბერს კი, უკვე საფონდო ბირჟაზე იქნება შესაძლებელი შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტის“ ობლიგაციების შეძენა.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 84
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 75
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 75
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 73
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 72
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…