ბოლო ორი დღის განმავლობაში ძლიერი წვიმების შედეგად ძლიერ ადიდდა მდინარეები.
მდინარე ყურეფა სოფელ მზიანს და ნაგომარს გაივლის და მდინარე სუფასას უერთდება. წუხელ ადიდებულმა მდინარემ სოფლის ცენტრალური ხიდი წაიღო.
_მდინარე ყურეფას ახასიათებს წყალმოვადნები. 2017 წლის 17 ოქტომბრის წყალდიდობიასა მიაყენა სოფელს მატერიალური ზარალი. ახლა კი სოფლის ცენტრიდან მთავარი დასახლებებისკენ ( ჟანაურა, შუა ისნარი, მაღალი ეწერი) დამაკავშირებელი კაპიტალური ხიდი წაიღო _გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ნაგომარში მიხეილ ცქვიტიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობას შემოვლითი გზით მშვიდობაურიდან მაღალი ეწერის გზით შეუძლიათ ისარგებლონ. მიყენებეული ზარალის ოდენობა დგინდება.
გავრცელებული ინფორმაციით დროებითი ხიდი ჩაინგრა სოფელ მშვიდობაურშიც, რის გამოც, მაღალი ეწრის დასახლება მოწვეტილია სოფლის ცენტრს. ტრანსპორტი სოფელ ასკანიდან მოძრაობს.
მსგავსი სტატიები
- 58ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 55დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 49(მგზავრის სარვამარტო ჩანაწერი) მიუხედავად ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
- 47საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, დროებით შეზღუდული იყო. ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს.
- 47