ნოემბრის შუა რიცხვებში,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, აფხაზეთში, 1992 წლის 15 სექტემბერს დაღუპულ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის, თამაზ მალაზონიას ნეშტს მშობლიური სოფლის მიწას მიაბარებენ.
აფხაზეთის ომში ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელია ბრძოლა გაგრის დასაბრუნებლად.
15 აგვისტოს ქართველებმა დაბა განთიადში საზღვაო დესანტი გადასხეს. იმავე დღეს დესანტმა ლესელიძე შტურმით აიღო და საქართველო-რუსეთის საზღვარზე ქართული დროშა აღმართეს. გაგრის დაკავების შემდეგ გუდაუთაში გახიზნული არძინბას გუნდი ფაქტიურად ბლოლკადაში მოექცა.
ამ ბრძოლების აქტიური მონაწილე იყო გურიანთელი თამაზ მალაზონია, რომელიც 15 ლაითურელ ვაჟკაცთან ერთად მოხალისედ იყო წასული ამ ომში.
21 აგვისტოს მთიელ ხალხთა კონფედერაციამ საქართველოს ომი გამოუცხადა. აფხაზეთში „ბოევიკები“ ჩადიოდნენ ადიღედან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ჩეჩნეთიდან, ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთიდან…
თამაზ მალაზონია და მისი მეგობრები ვაჟკაცურად ებრძოდნენ ჩრდილოეთიდან შემოჭრილ გადამთიელებს.
მახსოვს, ამ ბრძოლების მონაწილე, ლიხაურელი იოსებ გობრონიძე გვიყვებოდა:
_ ქართველები ცდილობდნენ გადამთიელების განდევნას გაგრის მიდამოებიდან. ქართულმა მხარემ ბზიფის მიმართულებით შეტევა დაგეგმა, რომელიც 28 აგვისტოს დაიწყო. ფაქტობრივად ამ ოპერაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ჩრდილოეთ კავკასიელებს ეკეტებოდათ ყველა გზა აფხაზეთში შემოსასვლელად. სამწუხაროდ, ეს შეტევა გაგრიდან 3 კილომეტრში წითელ ჯვართან შეჩერდა, რადგან დამტყმელ ძალას ცეცხლი სამი მხრიდან გაუხსნეს.
ამას მოჰყვა ედუარდ შევარდნაძის, ბორის ელცინისა და ვლადიმერ არძინბას 3 სექტემბრის შეთანხმება, რომელიც ძალიან ცუდის მომტანი გახდა ქართველებისათვის…
შეთანხმების მიუხედავად გუმისმთის ხაზზე და გაგრის რაიონში პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით თამაზ მალაზონია 1992 წლის 15 სექტემბერს დაიღუპა დაბა განთაიადთან.
სიკვდილის შემდეგ იგი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხიდ ორდენით დააჯილდოეს.
საერთაშორისო წითელი ჯვარის საშუალებით აფხაზეთიდან იქ დაღუპულ მებრძოლთა გვამების მორიგი გადმოსვენება მოხდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ გურანთში გია ფასიეშვილი ამბობს, რომ თამაზ მალაზონიას იდენფიცირება მისი პირადობის მოწმობით (რომელიც თან ჰქონდა) და შემდეგ დნმ ანალიზით მოხდა. სავარუდოდ, მას 14-15 ნოემბერს ჩამოსავენებენ სოფელ გურიანთაში და ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სოფლის ცენტრალურ სასაფლაოზე დაკრძალავენ.
_თამაზი 1964 წელს დაბადებული იყო და ერთი კლასით წინ სწავლობდა. ვაჟკაცი და მართალი კაცი იყო. ვაჟკაცურად იბრძოლა და ათეული წლების შემდეგ მშობლიურ სოფელს დაუბრუნდება. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული _გვითხრა, თამაზ მალაზონიას ბავშვობის მეგობარმა, გურიანთელმა ბონდო ღლონტმა.
მსგავსი სტატიები
- 72ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 69დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 591964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
- 56გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 56ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…