სტეფანწმინდის „ყაზბეგმა“ ოზურგეთის „არწივებს“ გორის „ჭალის“ სტადიონზე ბონუსით, 40:18 სძლია და მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მე-7 ტურის სადებიუტო შეხვედრაში ნომინალური მასპინძლები სათამაშო უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ. „არწივები“ დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა თავის დაცვას და თამაშში დარჩენას, მაგრამ დასკვნით 30 წუთში ვეღარ გაძლეს.

თუ არა თამაში, „არწივებმა“, რომელმაც მანამდე კონტრშეტევაზე ნაღდი ლელო და ცენტრიდან ჯარიმა ვერ გაიტანა, 5 ქულით უპასუხა. კონსტანტინე გაზაშვილის ჭკვიანური გარღვევის შემდეგ, ლუკა კოხიამ რაქის გვერდით შეუტია და ლელო გაქვითა.

სერჯიო სტალმესტერმა გარდასახვაც ვერ გაიტანა, რის გამოც დამრტყმელი შეიცვალა და 35-ე წუთზე მარვინ ფრედერიქსმა ჯარიმით „არწივები“ დააწინაურა, თუმცა ზედ შესვენების წინ სტეფანწმინდელთა მრავალფაზიან, კარგად ორგანიზებულ შეტევას მოძღვრიშვილის ხაზის გაჭრა და ბოლოს ვანო ბურდულის ლელო მოყვა – 12:8.

მეორე ტაიმის დასაწყისში ფრედერიქსმა ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ამის შემდეგ „ყაზბეგის“ უპირატესობა საგრძნობი გახდა. მასპინძლებმა პასუხად ჯარიმის კარში დარტყმის ნაცვლად 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით შეუტიეს და გუნდის კაპიტანმა ვაჟა მაისურაძემ ლელო, დავით მოძღვრიშვილმა კი გარდასახვა გაიტანა.

მალე „არწივები“ ჯაბულანი მკულვანის სინბინის გამო მოედანზე კაცნაკლული დარჩა და გიორგი ნათელაშვილმა ლამაზი ფინტის შემდეგ უპირატესობა ლელოში ასახა. ბახვა კობახიძეს საპასუხო ჯარიმა რომ გაუცუდდა, 63-ე წუთზე მიხეილ ახობაძის კარგი თამაშის შემდეგ ლელო ლევან ქუშაშვილმა გაიტანა. მოძღვრიშვილმა ორივე გარდასახა – 33:11.

71-ე წუთზე გიგი გიგინეიშვილმა მეორე ცდიდან ლელო გაიტანა და კობახიძის გარდასახვაც  ზუსტი იყო, თუმცა მატჩის ბოლო ლელო ისევ „ყაზბეგმა“ მიითვალა. მატჩის საუკეთესო  მოთამაშე ნათელაშვილმა თავისი მეორე ლელო ძელებსშუა გაიტანა, საბა ნიკოლაშვილმა კი კარის წინიდან გარდასახა – 40:18.

„ყაზბეგს“ 7 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და ჯერჯერობით მე-6 ადგილზეა. დებიუტანტი „არწივები“ 5 ქულით ბოლოსწინა ადგილს იკავებს.

წყარო: rugby.ge

მსგავსი სტატიები

  • 79
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 68
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 68
    „არწივებმა“ ოზურგეთელ გულშემატკივრებს დიდი სიხარული აჩუქესდღეს, ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე ოზურგეთის „არწივებმა“ გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი თბილისის არმია დაამარცხეს (28:24)  და 23 ქულით გათამაშების ცხრილს ჩაუდგნენ სათავეში. თბილისის „არმია“ პირველი ლიგის გუნდებს შორის 2021-22 წლის გათამაშებაში პირველ ადგილზე გავიდა. თუმცა შემდეგ პლეი ოფში წაიფორხილა და უმეღლესი ლიგის საგზური ვერ მოიპოვა. მე-5 ტურის წინ არმიას და  „არწივებს“ ქულათა…
  • 68
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 66
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…