ოპოზიციურად განწყობილი და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ მართული რამდენიმე მედია საშუალების წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების მისამართით დეზინფორმაციის გავრცელება გრძელდება, ამჯერად ახალი სამიზნე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაა. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ 8 სექტემბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული 200-მდე ოჯახი გადაყვანილი იყო სასტუმროში. ყველა პირი, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, უზრუნველყოფილი იყო მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტებით. სტიქიის დღეებში 1000-მდე ოჯახს, მათ შორის, რამდენიმეს განმეორებით მიეწოდა პროდუქტი. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და ყველა დაზარალებულს საჭიროებისამებრ მიეწოდება სურსათი. მერიაში დღესაც მოქმედებს ცხელი ხაზი: 591 111 975. პირველივე საათებიდან ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და ყველაფერს აკეთებდა მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად. ყოველგვარ ზღვარს სცდება, ის დეზინფორმაცია თითქოს, პროდუქტს ვადა აქვს გასული ან ვინმემ ის არადანიშნულებისამებრ გამოიყენა. ოპოზიციის მხრიდან ეს არის მორიგი მცდელობა, სხვისი უბედურების ხარჯზე დაიწერონ პოლიტიკური ქულები, რომელსაც პროპაგანდას უწევს მათი სატელიტი ტელევიზიები.
   ლანჩხუთის მერიის მიმართ აგორებული კამპანია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
დაფინანსებული ფართი

მსგავსი სტატიები

  • 72
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 70
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 57
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 56
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 56
    ბეჟან ნაკაიძე - 100განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი,  კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი  და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…

არ გამოტოვოთ