გურიის ფეხბურთის ფედერაციას ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოს“ მცველი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი დავით მუჯირი თავკაცობს, იგი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, თასის ორგზის მფლობელი, 1981 წელს, „კარლ ცეისთან“ თასების მფლობელთა თასის ფინალში ისტორიული გამარჯვების მონაწილე და თანაზიარი.

2011  წლის 17 მაისსსაქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს  გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის  მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — დავით მუჯირს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

22 ნოემბერს, დავით მუჯირი ქ. ოზურგეთში „მერცხალისა“ და ქუთაისის „მართვეს“მატჩს დაესწრო და წარმატებულად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ოზურგეთელ ფეხბურთლებეს მე-4 ლიგაში გადასვლა მიულოცა. დავით მუჯირმა გაზეთ „ალიონთან“ გააკეთა კომენტარი:

_ 2023 წელი გურიის ფეხბურთის განვითარებისათვის ძალიან წარმატებული გამოდგა.

გულით მინდა მივულოცო ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს“ საქართველოს პირველობაზე უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის წარმატებული გამოსვლა. ისინი თავიანთი ისტორიის მანძილზე მესამედ გახდნენ საქართველოს ჩემპიონები.

ასევე ვულოცავ ოზურგეთის „მერცხალს“ დიდ ფეხბურთში დაბრუნებას, იმ დიდ ფეხბურთში, რომელსაც მე-4 ლიგა ჰქვია ჯერ-ჯერობით და ვუსურვებ მალე მე-3, მე-2, შემდეგ პირველ და თვით უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას.

ძალიან მინდა, წარმატებით იასპარეზონ და კვლავ გაახარონ გურულები, როგორც ადრე ახარებდნენ.

ჩემს ბავშვობაში ხშირად დავდიოდი „მერცხალის“ თამაშებზე და ახლაც მინდა, როგორც გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ოზურგეთელი ფეხბურთელებისაგან ის სიამოვნება მივიღო, რასაც ადრე ვღებულობდით.

დავით მუჯირმა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზეც გააკეთა კომენტარი:

_ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, რისთვისაც ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა ტურნირებში. შარშან ჩვენ ქ. ოზურგეთში ჩავატარეთ მერაბ მეგრელაძის სახელობის ტურნირი; წელს _ლანჩხუთში ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ტურნირი.

25-26 ნოემბერს, გვიმბალაურში, საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე ჩავატარებთ ბორის პაიჭაძის სახელობის ტურნირს, რომელშიც გურიის, იმერეთის, აჭარის, სამეგრელოს ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ასეთი ტურნირები ხელს უწყობენ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას და პერსპექტიული ფეხბურთელების გამოვლინებას.

 

მსგავსი სტატიები

  • 72
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 67
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 59
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 59
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 58
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…